ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

საჩხერის მუნიციპალიტეტში ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
ქარძმანის, სინაგურისა და პერევის ადგილობრივ მაცხოვრებლებს 10 სხვადასხვა პროფილის ექიმმა პირველადი სამედიცინო მომსახურება გაუწია.
დღესვე, სოფელ პერევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამბულატორია გაიხსნა, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
პერევში, ასევე ახალი პროექტის "ჯანსაღი იმერეთი" – ს განხორციელებაც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რეგიონის მუნიციპალიტეტების ამბულატორიების მედ პერსონალს უფასო ონლაინ კონსულტაციები გაეწევა.
კონსულტაციებში მონაწილეობას ნაზარაშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები მიიღებენ. საჩხერის მუნიციპალიტეტში სამედიცინო გამოკვლევებით 300 – ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
დღესვე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.