Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყლისა და გზის გარეშე დარჩენილი სოფელი წყალტუბოში

თარიღი : 11-07-2015, 23:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ოფურჩხეთს სასმელი და სარწყავი წყლის არქონის გამო, მოსახლეობისგან დაცლა ემუქრება. სოფელს, სადაც 300 კომლი ცხოვრობს, პრობლემა ათეული წელია აწუხებს.

http://topnews.com.ge/photo/news/1436642371.jpg


2013 წელს ოურჩხეთში 150 000 ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა, რის შემდეგაც 130 ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველყოფა მოხდა. სოფლისათვის წყლის სრულად მიწოდების საკითხს, ოფურჩხეთის რთული რელიეფიც ართულებს. გარდა ამისა, ოფურჩხეთში გრანიტის საბადოა და როგორც ადგილობრივები ყვებიან, კერძო კომპანიას კარიერი აქვს გახსნილი. კარიერზე მიმდინარე სამუშაოებმა კი არსებული მთები ჩამოშალა და უწყლობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

http://topnews.com.ge/photo/news/1436642314.jpg


ადგილობრივები სოფელში საავტომობილო გზის არარსებობასაც აპროტესტებენ. ოფურჩხეთი ქალაქიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული, თუმცა სოფლამდე მისასვლელი გზის დიდი მონაკვეთი ამორტიზებულია. გზის მოწესრიგების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და ქუთაისი-ცაგერის სავალი გზის მონაკვეთი გადაკეტა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია და გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მალე დაიწყება.

გიორგი აბაზაძე


ნანახია: 3066-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოსახლეობის განცხადებით, წლებია სოფელს აღნიშნული პრობლემა აწუხებს, წყლის მილები სოფელში ერთი წლის წინ გაიყვანეს, თუმცა
ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების უკმაყოფილება უგზობამ გამოიწვია.
სოფელ ხომულში გზის მოწესრიგება იწყება.
დატბორილია გზის სამასმეტრიანი მონაკვეთი.

ამინდი