"ქალაქში გამოჩნდნენ ახალი ჯამბაზები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან"
თარიღი : 11-07-2015, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" მიერ გამოქვეყნებულ ნეპოტიზმის სქემას ეხმაურება.
ჯავახიას თქმით, წარმოდგენილ სქემა არასწორია, და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ქალაქში სიცრუის ტირაჟირებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
"ქალაქში გამოჩნდნენ ახალი ჯამბაზები. რადგან "თავისუფალმა ზონამ“ ვერ გაამართლა, შექმნეს ახალი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი", რომელიც ყოფილი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება და სიცრუეს ტირაჟირებს. აღნიშნული სია მათ ერთი თვის წინ გაასაჯაროეს, თუმცა მას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ქუთაისის მერის მამა ქალაქის მერიასი 15 წელზე მეტია მუშაობს, ასევე ტყუილია, თოთქოს და ვიცე-მერი კოტე ქავთარაძე მერის ნათესავია",- აცხადებს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.
შეგახსენებთ, რომ "არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ ქალაქის მერი შოთა მურრულია კადრებს ნეპოტიზმის ნიშნით არჩევს. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, მერად დანიშვნის შემდეგ მერიასა და მერიაზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში საკუთარი ნათესავები, მეგობრები და კლასელები დაასაქმა.