რაში დახარჯავს სამტრედია მთავრობიდან მიღებულ 1 400 000 ლარს?
თარიღი : 10-07-2015, 23:04 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტს 1 400 000 ლარი გამოეყო. აღნიშნულ თანხას სამტრედია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეების და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისათვის გამოიყენებს. კერძოდ, მოხდება ტოლების თემის სოფელ ნოღაში მდინარე ხევისწყალაზე არსებული საავტომობილო ხიდის ბურჯის მოაჯირების და ლითონის კონსტრუქციების რეაბილიტაცია, ტოლების თემში მდინარე ხევისწყალაზე მდებარე სოფელ ტოლებისა და სოფელ ბუღნარას დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ტოლების თემში სოფელ ზემო ტოლებში ხიდისა და სწრაფსადენი ღარების მოწყობა, ასევე, გომის თემში სოფელ კორმაღალში ე.წ ნადირაძეების უბანში ჯებირების მოწყობა და გზის მოხრეშვა.