დასაქმების შანსი ქუთაისელებისათვის-დასაქმების ფორუმი ქალაქში

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული დასაქმების ერთ-ერთი საშუალებაა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს. ანალოგიური პროექტი პირველად გასულ წელს თბილისში ჩატარდა. დასაქმების ფორუმში 76 კომპანია იღებს მონაწილეობას.

დარეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრონ და მათთვის მისაღები ვაკანსია მოიპოვონ. არსებული მონაცემებით, დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ონლაინ-რეგისტრაცია 1500- მდე მოქალაქემ გაიარა. როგორც ფორუმზე აცხადებენ, ყურადღება ძირითადად სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე გამახვილდება.
ცნობისთვის, დასაქმების რიგით პირველმა ფორუმმა, რომელიც გასულ წელს თბილისში ჩატარდა, 250 ადამიანი დასაქმება შეძლო.