ქუთაისის მერია სახელფასო დანამატებს ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში გასცემს

ქუთაისის მერიაში სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში გაიცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ქალაქის მერიის პრესსამსახური აკეთებს.
"ხშირად სვამენ კითხვას სახელფასო დანამატების გაცემასთან დაკავშირებით. რადგან მერიაში აუცილებელი გახდა ზეგანაკვეთური შრომა, დასახული ამოცანების გადასაწყვეტად თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილს უწევს არასამუშაო საათებში და უქმე დღეებში მუშაობა. ბოლო წელიწადნახევარია, მერიის რამდენიმე სამსახური დილის 6 საათზე იწყებს მუშაობას. ხოლო თანამშრომელთა საკმაო ნაწილი, საღამოს 9 საათზე ასრულებს სამუშაო დღეს. რაც შეეხება მერიის მაღალი თანამდებობის პირებს, ისინი გვიან ღამემდე მუშაობენ. ასევე, მოქალაქეთათვის მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მერიის ადმინისტრაციული ერთეულები (მუნიციპალიტეტები )ყოველ შაბათ დღეს მუშაობენ," - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, ერთადერთი ადამიანი მერიაში, რომელიც სახელფასო დანამატს არ იღებს, ქალაქის მერია.
"ერთადერთი გამონაკლისი არის ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რომელმაც უარი განაცხადა სახელფასო დანამატის დანიშვნაზე და პრემიაზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი კვირის შვიდივე დღეს სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს," - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.