Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დათო ლორთქიფანიძე გენერალურ პროკურორს მიმართავს

თარიღი : 25-09-2013, 16:08 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მიმართავს დაინტერესდეს ვანში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. ლორთქიფანიძის თქმით, აუცილებელია პროკურატურა დაინტერესდეს,ნაციონალების" დეპუტატი, პაატა ლეჟავას საქმიანობით, რომელსაც ის ვანში ახორციელებს. საუბარია უმცირესობის დეპუატის ლეჟავას მხრიდან ვანის საკრებულოს წევრებზე, ზეწოლის ფაქტსა და დაშანტაჟებაზე. როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს ლეჟავა გუბერნატორის მოადგილე გია მატარაძესთან ერთად საკრებულოს წევრებისგან გამგებლის გადაყენებას მოითხოვდა. რაც საბოლო ჯამში გამოუვიდათ და ვანის გამგებძე პროკურატურას მოუწოდებს, დაინტერესდეს ამ საქმით და დაადგინოს, რამდენად აქვს დეპუტატს უფლება ჩაერიოს ადგილობრივი თვითთმმართველობის საქმიანობაში.
,,მინდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს იმდენად რამდენადაც საქმე ეხება მთავარი პროკურატურის პრესტიჟს. რამდენიმე დღის განმავლობაში ვანის საკრებულოს დეპუტატებზე მიმდინარეობდა ზეწოლა. იმ მოტივით რომ საკრებულოს მხარი დაეჭირა გამგებლის იმპიჩმენტისათვის.მაშინ როდესაც უწყებათა შორის კომისიას, მიღებული აქვს კონვენცია არჩევნების წინა პერიოდში თავი შეიკავონ იმპიჩმენტის მოწყობისგან. ამ დროს ვანის მუნიციპალიტეტში ,,ნაციონალების" დეპუტატი პაატა ლეჟავა მოქმედი გუბერნატორის მოადგილე გია მატარაძე და საკრებულოს გადაყენებული თავმჯდომარე კაკაბაძე დადიოდნენ საკრებულოს წევრებთან და აიძულებდნენ გამგებელი გადაყენებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაჭერით ემუქრებოდნენ.ამ მუქარას და ზეწოლას ვერ გაუძლო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და ორშაბათს ჯანმრთელობის პრობლემებით საავადმყოფოში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა მაინც ჩატრდა და დაინიშნა რიგ-გარეშე სხდომა კანონის უგულვებელყოფით. უფრო მეტიც საკრებულოს მხოლოდ ის წევრები მიიყვანეს სხდომაზე, რომლის დაშანტაჯება და შეშინებაც შეძლეს.საკრებულოს წევრების დიდმა ნაწილმა, სხდომაზე არაფერი იცოდნენ. მინდა გითხრათ რომ აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა და ფაქტიურად უძღვებოდა ,,ნაციონალების" დეპუტატი პაატა ლეჟავა რათქმაუნდა ამას დადასტურებენ ის ადამიანები, რომლებიც ამ სხდომას ესწრებოდნენ. აქედან გამომდინარე მე მინდა მივმართო ოფიციალურად წერილობით, მან დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ საქმეზე და დაადგინოს, რა უფლება მოსილება აქვთ, დეპუატებს და გუბერნატორის მოადგილეებს, ჩაერიონ ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში."-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ.


ნანახია: 2264-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლორთქიფანიძის თქმით, პაატა ლეჟავა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ზაზა მატარაძე ვანში იყვნენ ჩასული, სადაც შვებულებაში მყოფი
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა გამგებელს ზურაბ გეგიძეს უნდობლობა გამოუცხადეს და დაკავებული თანამდებობიდან
კოალიცია „ქართული ოცნების" წევრის დავით ლორთქიფანიძის თქმით, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა, „ქართული ოცნების" ლიდერებთან
ვანის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ზურაბ გეგიძემ თანამდებობაზე დაბრუნების თხოვნით სამტრედიის რაიონულ სასამართლოს
საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს მხარი საკრებულოს 22-მა წევრმა დაუჭირა.