Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ულტიმატუმი და მოთხოვნა ქუთაისის მერს

თარიღი : 9-07-2015, 19:42 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისში მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსის გათავისუფლებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დირექტორი გია გოქაძე ავრცელებს.

გოქაძის თქმით, მანანა მანაგაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს ჰომოფობიური შინაარსის განცხადებას, რაზეც ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ რეაგირება უნდა მოახდინოს.

„ქუთაისის მერიის კულტურის ,განათლების,ძეგლთა დაცვის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილე ქალბატონი მანანა მანგაძე, სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს ჰომოფობიური შინაარსის განცხადებას, რომელიც ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაინტერესების საგანი. მივმართავ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ შოთა მურღულიას, რომ გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით ,ეთანხმება თუ არა ქალბატონ მანანა მანგაძის ჰომოფობიურ განცხადებას. ბატონი მერი საჯარო მოხელის ამ განცხადების მიუღებლობის შემთხვევაში, აპირებს თუ არა მანაგაძის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებას. ამ საკითხის იგნორირების შემთხვევაში ან ამ ქალბატონის საჯარო სამსახურში დატოვებით ,თუ მერის განცხადება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ქალბატონ მანანა მანაგაძის განცხადებასთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვაცხადოთ--ქუთაისის მერი ჰომოფობია. არ დაგავიწყდეთ ბატონო მერო, 2017 წელს ქუთაისი არის რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ -ერთი მასპინძელი ქალაქი,“ - წერს გია გოქაძე.

მანანა მანაგაძის განცხადება, რომელმაც საზოგადოეიბს რეაქცია გამოიწვია, ამგვარია:

"საერთოდ არასოდეს ვწერ არც რელიგიურ თემებზე და არც თემადქცეულ ჰომოფობიაზე, მაგრამ რაც ახლა ხდება, ეს უკვე ყოველგვარ ზნეობრივ და თუნდაც "დემოკრატიულ" ზღვარს სცილდება! რას გადაგვჭამეთ თავი ამ გეებითა და ლესბოსელებით, ვინ შეუვარდათ თავიანთ ბუნაგებში და საერთოდ როდის აქეთაა წესად ქცეული საკუთრი საცვლების ქუჩაში გამოფენა-აქაოდა ფერადი ვარ და არ შემეხოთო (თუ შემეხეთ და გამიცანითო). მე ეგ ხალხი არც მძულს და არც მიყვარს. ორივე არჩევანში თავისუფალი ვარ, მაგრამ არც მაგათი დროშების ფრიალი და უკვე წრესგადასული თვითრეკლამირება მომწონს!. ვისაც მოგწონთ, შეგიძლიათ საკუთარ სახლებში მოუწყოთ "ფართები". და თუკი თქვენს საკუთრებაში ვინმე შემოგეჭრებათ, მომხრე ვარ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.
ამ ქვეყანაში სექსუალური ორიენტაციის თავისუფლებას თუ იცავს კონსტიტუცია, რწმენისა დაა აღმსარებლობის თავისუფლებასაც იცავს და თქვენ ვინ მოგცათ უფლება შეგვიზღუდოთ ეს უფლება თქვენი
დალობირებული ფერადების ვითომდა დარღვეული უფლებების აღდგენის მოტივით!. ფრთხილად იყავით წრესგადასულო ვაიუფლებადამცველებო, პირველ რიგში სწორედ თქვენ რომ აქცევთ თქვენს სამიზნე ჯგუფებს საზოგადოების აგრესიის სამიზნედ! მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისთვისაც მამული, ენა და სარწმუნეობა სწორედ რომ ღვთაებრივი საუნჯეა და არ დაეთმობა!",-წერს მანაგაძე.


ნანახია: 2263-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამოქალო ინტერესების დაცვის ცენტრ „არგუსის“ ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე, რომელიც ქალაქის მერიაში გამოცხადებულ კონკურსში
სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის „არგუსის“ ხელმძღვანელის მანანა მანაგაძის თქმით, ქუთაისის მერიაში არ არსებობს ერთიანი გუნდი,
აღნიშნული თანამდებობა არასამთავრობო ორგანიზაცია არგუსის თავმჯდომარემ მანანა მანაგაძემ დაიკავა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ წერს.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან, ოთარ ლორთქიფანიძე ფეისბუქზე ჰომოფობოიური შინაარსის განცხადებას ავრცელებს.

ამინდი