Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ქვეწარმავლებთან ბრძოლას იწყებს

თარიღი : 9-07-2015, 16:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ქალაქის ტერიტორიაზე ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში შემდეგ ცხელ ხაზზე დარეკვისაკენ მოუწოდებს: 242651, 243973.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას იწყებს. კერძოდ, მერიასა და შ.პ.ს ,,ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნულმა სამსახურმა ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მოსახლეობიდან შემოსული შეტყობინებებისა და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, ქიმიური რეპელენტის გამოყენებით ქვეწარმავლების საწინაარმდეგო ღონისძიებების გატარება უნდა უზრუნველყოს.

ბასილაძის თქმით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 6 თვეს მოიცავს, ხოლო სამუშაოს ღირებულება 5 500 ლარია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე ქალაქში, ნინოშვილის ქუჩაზე, მეორეკლასელი გოგონას გველის მიერ დაკბენასთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდა.

აღნიშნული საქმიანობისათვის კომპანია 6 თვის განმავლობაში 5 500 ლარს მიიღებს. ცნობისთვის, ქუთაისში მაცხოვრებლები ქვეწარმავლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ნინოშვილის ქუჩაზე ქვეწარმავალმა მეორეკლასელი გოგონა დაკბინა.


ნანახია: 2204-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია საახალწლო სამზადისისათვის 52 000 ლარს დახარჯავს.
როგორც ირკვევა, გოგონა მეორე კლასის მოსწავლეა და ის ქვეწარმავალმა საწოლში დაკბინა.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, ინდმეწარმემ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა,
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, ნიკეას ქუჩა
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების კეთილმოწყობას იწყებს.
ვადაგადაცილების გამო კომპანია ჯარიმის სახით ყოველდღიურად 187 ლარს იხდის.

ამინდი