იმერეთის გუბერნიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი დაიწყო
თარიღი : 9-07-2015, 14:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შიდა გზების მოწესრიგება განხორციელდა. ასფალტის საფარი დაიგო ტაბიძის, ბაგრატისა და სააკაძის ქუჩებზეც. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას წლების მანძილზე ითხოვდნენ. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში შიდა გზების გარდა, სამუშაოები სოფლებში მისასვლელ გზებზეც ჩატარდა. ერთ კვირაში ჯვარისერი–სალხინოს გზის დაგებაც დაიწყება, რომელიც 5 სოფელსა და 3000 ბენეფიციარს მუნიციპალიტეტის ცენტრთან დააკავშირებს. დასრულებული და მიმდინარე პროექტები იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები სპორტული კომპლექსის მშენებლობაზეც იმყოფებოდნენ. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.