Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში ფიფას სტანდარტების მოედანი შენდება

თარიღი : 9-07-2015, 13:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ფიფას სტანდარტებით, ორვარსკვლავიანი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა ქალაქ წყალტუბოში შეუფერხებლად მიმდინარეობს. სტადიონს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აშენებს.
ამ ეტაპისთვის უკვე აშენებულია გასახდელები და კაფე, წყლის რეზერვუარი და სატრანსფორმატორო. პროექტის ამ ნაწილში მხოლოდ შენობების მოპირკეთებისა და ღებვის სამუშაოებია განსახორციელებელი.
მოედნის ტერიტორიაზე ჩატარდა გრუნტის სამუშაოები, დატკეპნილია 600 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღი, ჩალაგდა და შესაბამის ქსოვილში შეიფუთა დრენაჟები; გაკეთებულია საძირკველი ბეტონის კარკასისთვის; დამაგრებულია განათების ბოძები და ანკერები. პროექტის ამ ნაწილში დარჩენილია მხოლოდ ხელოვნური საფარის მოწყობისა და აქსესუარების მონტაჟის სამუშაოები.
პარალელურად, მიმდინარეობს 800 კუბამეტრი გრუნტის დატკეპნა ავტოსადგომისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე.
ახალი სტადიონის მშენებლობა წყალტუბოში 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი დასრულება წელს იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური საფარის დაგებას 7280 კვადრატული მეტრი ფართობის მოედანზე და ავტოსადგომის მოწყობას 7960 კვადრატულ მეტრ ფართობზე.
წყალტუბოს ახალი სტადიონის მშენებლობა სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მილიონი ლარია. სამუშაოებზე 34 ადამიანია დასაქმებული.
ახალი, ფიფას სტანდარტებით, ორვარსკვლავიანი მოედანი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს წყალტუბოში ფეხბურთის განვითარებას.


ნანახია: 1764-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტადიონის ფართობი 7280 კვადრატული მეტრია და მისი მშენებლობა ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 992 801 ლარია. პროექტის ფარგლებში 20 ადამიანია დასაქმებული.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 778 378 ლარით არის დაფინანსებული.
პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წყლის მიწოდების გრაფიკი 1600 ოჯახს გაუუმჯობესდება.

ამინდი