Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის საკრებულოში შედეგზე ორიენტირებული წახალისების სისტემა დაინერგა"

თარიღი : 9-07-2015, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პრემიების გაცემის ტრადიციის გაუქმებას ქალაქის მოსახლეობის დაკვეთის შესრულებად მიიჩნევენ ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაში. ქალაქის მერიაში ირწმუნებიან, რომ დავიწყებას მიეცა პრაქტიკა, როდესაც პრემიას ყველა თანამშრომელი დამსახურების მიუხედავად იღებდა. ქალაქის მერიის მსგავსად, პრემიების გაცემის პრაქტიკა ერთი წლის წინ გააუქმა ქუთაისის საკრებულომ. საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, ქალაქის საკრებულომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ერთ-ერთ პირველ ამოცანად საყოველთაო პრემირების პრაქტიკის გაუქმება დაისახა.

"გაუქმდა წესი, რომლის მიხედვით, საკრებულოს ყველა თანამშრომელი დამსახურების მიუხედავად, კვარტალში ერთხელ პრემიის სახით ხელფასის სრული ოდენობის თანხას იღებდა. ეს პრაქტიკა კლავდა თანამშრომელთა მოტივაციას. გასულ წელს საკრებულოში დაინერგა შედეგზე ორიენტირებული წახალისების სისტემა, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სისტემა თანამშრომლების მატერიალურ წახალისებას ისახავს მხოლოდ წარმატებით შესრულებული სამუშაოსა და დანერგილი სიახლისათვის. ყოველივე ეს სწორი საკადრო პოლიტიკის წარმოების ქმედით ინსტრუმენტად იქცა. ყოველივე ამან საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა მატერიალური წახალისების ფონდი. ამიტომ ყველანაირი სპეკულირება ვითომდა ქუთაისის საკრებულოში გაბერილ ხარჯებსა თუ პრემიებზე, აბსოლუტური სიცრუეა და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას," - აცხადებს დავით დვალი.

საკრებულოს თავმჯდომარე იმასაც აცხადებს, რომ ქუთაისის საკრებულოში დანერგილი ახალი ტენდენციის შედეგად, 2015 წელს, წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით გაცემული პრემიების ოდენობა 2.8 ჯერ, 2013 წელთან შედარებით 4-ჯერ, ხოლო 2014 წელთან შედარებით 4.7-ჯერ შემცირდა.

ქვემოთ მოცემულ პირველ დიაგრამაზე წლების მიხედვით, პირველი 6 თვის მონაცემებით ქალაქის საკრებულოში გაცმეული პრემიების რაოდენობა, ხოლო მეორე დიაგრამაზე წლების მიხედვით, პირველი 6 თვის მონაცემებით, სახელფასო სარგოსთან პრემიების პროცენტული შეფარდებაა ნაჩვენები.

http://topnews.com.ge/photo/news/1436430141.jpg


ნანახია: 2899-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია პრემიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში მერიის თანამშრომლები აცხადებენ, მიმდინარე წელს საყოველთაო პრემია არ
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
როგორც მღვდელაძემ ტოპნიუსს განუცხადა, პრემიები იგივე ინერციით, ყველა თანამშრომელზე და თანაბარი მოცულობით არ უნდა გაიცემოდეს.
ქუთაისის მერიაში პრემიების გაცემის ახალი მოდელის პრეზენტაცია ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში
აღნიშნული კვლევების მიხედვით პრემიების გაცემის რაოდენობით ქუთაისის ლიდერობს, სადაც საჯარო მოხელეებმა პრემიის სახით 97 850 ლარი

ამინდი