ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში ყველა ქრისტიანულ ოჯახს აკურთხებენ

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მმართველი მეუფე ანტონი ვანში მდებარე ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წაარმომადგენლებს შეხვდა და საკუთარი ინიციატივა გააცნო.
ინიციატივა ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყველა ქრისტიანული ოჯახის კურთხევას გულისხმობს. აღნიშნული მიზნით თითოეულ სოფელში 3 მოძღვარი და 4 სტიქაროსანი გამოიყოფა, დღის ბოლოს კი სოფლის ცენტრში ქრისტიანულ თემაზე მოსახლეობასთან დისკუსიები გაიმართება.

სახლების კურთხევის გარდა, მოხდება უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გამოვლენა, რომელთაც ეპარქია შეძლებისდაგვარად დაეხმარება.
დღესვე გამგებლის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში , მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს ანტონს ცალკეულ სოფლებში მცხოვრები ოჯახების რაოდენობის შესახებ ინფორმაციაც გადასცეს.