სოფელ ძევრის ბანაკი მოსწავლეების ლიდერებად გაზრდისათვის

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში "მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015"-ში დამეგობრებული 15 დღის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის 170 მოსწავლე დაისვენებს.

,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ ძევრის სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობს და მას დაფინანსებასაც უწევს . სკოლისა და ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს შორისაა ზამთრის და ზაფხულის ინგლისურენოვანი ბანაკების მოწყობა.
ორგანიზაცია ასევე კურირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე სკოლას,რომლის ფარგლებშიც სრულად ფარავს ამ სკოლების წარმატებული მოსწავლეების უნივერსიტეტში სწავლის ხარჯებს და უზრუნველყოფს მათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.ასევე, მაკლეინის ორგანიზაციისა და ბეისბოლის ფედერაციის მჭირდო თანამშრომლობის საფუძველზე, აქტიურად მიმდინარეობს სკოლებში ამ სპორტის პოპულარიზაცია.
,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ აქტიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მიმართულებით და ასევე, განათლების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის აზერბაიჯანულ სკოლას შორის გასულ სასწავლო წელს მეგობრულ-საქმიანი თანამშრომლობა დაიწყო.
ძევრის სკოლის დირექტორის მანუჩარ ფანჩულიძის თქმით, ბანაკების დანიშნულება ბავშვების ლიდერებად გაზრდაა, რათა შემდეგ თავიანთ სკოლებშიც განახორციელონ სხვადასხვა პროექტები.