ქუთაისში არსებული ბაგა-ბაღების დირექტორები ქალაქის მერს მიმართავენ
თარიღი : 8-07-2015, 15:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში არსებული ბაგა-ბაღების დირექტორები ქალაქის მერს მიმართავენ. ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების დირექტორები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ატესტაციის ვადის 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე გადაწევასა და მოსამზადებლად მეტი დროის მიცემას ითხოვენ.
ბაგა-ბაღების დირექტორებმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზემოთაღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ადგილობრივმახელისუფლებამ ბაგა-ბაღებში რეორგანიზაცია ოფიციალურად გამოაცხადა, ხოლო დირექტორები გააფრთხილა, რომ რეორგანიზაციის პერიოდში შესაძლოა მათი შტატები შემცირდეს.
„35 ბაგა-ბაღია ქუთაისში. ჩვენ არ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომლის მიხედვით, ჩვენი შტატები მცირდებოდა. ჩვენ არ გვეშინია ატესტაციის, უბრალოდ დროს ვითხოვთ. ამბობენ იმას, რომ ჩვენ „ნაციონალების“ დროს დანიშნული კადრები ვართ და ამიტომ უნდა გავთავისუფლდეთ, თუმცა რეორგანიზაციით ჩვენ დავამტკიცებთ, რომ დაკავებულ თანამდებობას შევეფერებით,“ - აცადებს #21 ბაგა-ბაღის გამგე სოფო როინიშვილი.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების მმართველთა მოთხოვნას მოგვიანებით ქალაქის ვიცე-მერმა ნოდარ მიიქაშვილმა უპასუხა. მიქიაშვილი აცხადებს, რომ კონკურსები მიმდინარე წლის ივლისისა და აგვისტოს თვეებში აუცილებლად ჩატარდება.
„როდესაც მერიაში დაიწყო კონკურსები და ატესტაციები, არაერთხელ ითქვა, რომ ასეთი კონკურსები მერიის ქვემდებარე ორგანიზაციებში გაგრძელდებოდა. მერიაში სამი კვირის წინ დასრულდა კონკურსები. ეხლა ისეთი პერიოდია, რომ ბაღებს აქვთ შვებულებები და ამ პერიოდში მომზადება მაგათთვის გაცილებით ადვილია. კონკურსების გადატანაზე რა თქმა უნდა არ ვფიქრობთ. ისეთი პერიოდია შერჩეული, ნებისმეირ მსურველს შეუძლია ამ პერიოდში მოემზადოს,“ - აცხადებს ნოდარ მიქიაშვილი.