ჭიათურის საავადმყოფო მოსახლეობას ვერ ემსახურება-რას გეგმავს მუნიციპალიტეტი?
თარიღი : 8-07-2015, 09:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ჭიათურისათვის ახალი სამედიცინო ცენტრის შექმნაზე იმსჯელეს. შეხვედრას, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან მახათაძის ინიციატივით გაიმართა, ჯანდაცვის სამინისტროს, კომპანია „ჯორჯიან ამერიქან ელოისის“, ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე განხილვის მთავარი თემა ჭიათურაში ძველი საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სამედიცინო ცენტრის შექმნა იყო. „ჯორჯიან ამერიქან ელოისის“ წარმომადგენელმა დავით ჭანტურიამ განაცხადა, რომ კომპანია მზადაა ფინანსურად უზრუნველყოს ახალი სამედიცინო ცენტრის შექმნა. საკითხის დადებითად გადაწყვეტაში მუნიციპალიტეტს დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროც დაპირდა. გადაწყდა, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს. კომისიაში, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარე იქნება ჩართული.
დღესდღეობით ჭიათურას 25 -ადგილიანი საავადმყოფო ემსახურება, რომელიც სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ უწევს ჭიათურის მოსახლეობას.
დღესდღეობით ჭიათურას 25 -ადგილიანი საავადმყოფო ემსახურება, რომელიც სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ უწევს ჭიათურის მოსახლეობას.