Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თბილისში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 3 მუშა ბაღდათის რაიონის მკვიდრია

თარიღი : 7-07-2015, 21:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 3 მუშა ბაღდათის რაიონის მკვიდრია.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის თქმით, ერთი გარდაცვლილი სოფელ ოფჩაში უკვე ჩამოასვენეს, ორის ჩამოსვენება კი ხვალ იგეგმება.
გეგეშიძის თქმით, მუნიციპალიტეტი მზადაა, დაღუპულების დაკრძალვის ხარჯები გამგეობის საბიუჯეტო სახსრებისგან დააფინანსოს.
"დიდი ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი რაიონიდან 3 ადამიანი დაიღუპა. აქედან ორი ბიძაშვილია, ერთი კი სხვა სოფელში ცხოვრობდა. გამგეობა მზად არის დაკრძალვის ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს," - განაცხადა ირაკლი გეგეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 4 მუშა დაიღუპა.


ნანახია: 2050-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შახტაში მიკროდარტყმის შედეგად ჭერი ჩამოინგრა და
ბაღდათის რაიონში 16 ოჯახი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა.
როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ განაცხადა, შემთხვევა სოფელ ანეულასთან გუშინ საღამოს მოხდა, სადაც
ახალგაზრდის დაკრძალვის ხარჯები ოჯახს არ აქვს და დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

ამინდი