Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ლევან აბზიანიძე მოკლეს სამართალდამცველებმა“-ამ სლოგანით აქცია პარლამენტთან გაიმართება

თარიღი : 7-07-2015, 20:49 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის პოლიციის შენობაში დიდი რაოდენობით შარდმდენი აბების დალევის შედეგად გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის მხარდასაჭერად, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება.
აქცია, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით დაანონსდა, ხვალ, 18:00 საათზეა დანიშნული.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ლევან აბზიანიძე სამართალდამცველებმა მოკლეს.

"17 ივნისს ქუთაისში ნარკოტესტირების დროს, პოლიციამ ლევან აბზიანიძეს რამდენიმე შარდმდენი აბი დაალევინა, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მკვლელობაა, ლევან აბზიანიძე მოკლეს. ის მოკლეს პოლიციის კონკრეტულმა თანამშრომლებმა. მაგრამ პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს - არსებული ნარკოპოლიტიკა შობს მკვლელებს და მოკლულებს, ჯალათს და მსხვერპლს. არსებული ნარკოპოლიტიკა, წლების მანძილზე, იქცა მოქალაქეების დამცირების, ჩაგვრის, მათგან და მათი ოჯახებისგან ფულის გამოძალვის მექანიზმად. ეს პოლიტიკა მოქალაქეებს იმეტებს მრავალწლიანი იზოლაციისთვის, მარგინალიზაციისთვის. სიკვდილისთვის. გაუქმდეს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა საქართველოში, გაუქმდეს იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკა. აბზიანიძის საქმე დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას," - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში ნარკოტიკულ ნივითირებაზე შემოწმების მიზნით მართლაც ჰყავდათ წაყვანილი, თუმცა პრეპარატების დალევის იძულებას არ ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, მამაკაცს ნარკოტიკული საშუალებების მიღება მამაკაცს არ დაუდასტურდა, რის შემდეგადაც ის სახლში გამოუშვეს. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მომხდარზე საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ნანახია: 2169-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ მამაკაცი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ დიდი რაოდენობით
'ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ,' - ამ სლოგანით ქუთაისში, თეთრ ხიდზე აქცია გაიმართა. "თეთრი ხმაურის მოძრაობის “ წევრებმა
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მესხიშვილის თეატრიდან ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს და რამდენიმე წუთით მოძრაობა
საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ქუთაისში, საფიჩხიუის უბნის ტერიტორიაზე, 22 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც "ტოპნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან
როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე 275-ე მუხლით არის აღძრული, რაც სარკინიგზო მაგისტრალზე

ამინდი