Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ციხეში 10 წლით გამოკეტილი 24 წლის ახლაგაზრდა და დამნაშავის მფარველობაში ბრალდებული მაღალჩინოსნები

თარიღი : 7-07-2015, 17:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge

სამი გარდაცვლილი, ერთმანეთს დაპირისპირებული ოჯახები, დამნაშავის მფარველობაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნები და სამართლიანობა აღდგენის მოლოდინში-ასეთია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგები. სოფელ ჯგალში 2014 წლის პირველ იანვარს მომხდარი ავარიიდან წელიწადნახევარი გავიდა. იმის მიუხედავად, რომ გამოძიებამ და სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაზე თავისი სიტყვა თქვეს, მართლმსაჯულების ვერდიქტს დაზარალებულები უნდობლობას უცხადებენ და გამოძიებას კითხვებით მიმართავენ. მთავარი კითხვა კი შემდეგია: ვინ შეიწირა სამი ადამიანის სიცოცხლე და ვინ მფარველობს რეალურ დამნაშავეს?


სოფელ ჯგალში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ დედა-შვილი და 18 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა. გამოძიებამ და სასამართლომ დამნაშავედ წალენჯიხის სოფელ ეწერის მკვიდრი ირაკლი მებონია მიიჩნია. მებონიას სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებული სასჯელს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. მებონიას გარდა, აღნიშნულ ავარიაზე პასუხისგებაში ასევე წალენჯიხის მკვიდრი კორნელი კვარაცხელიაც მისცეს. Topnews.com.ge-ს ირაკლი მებონიას ოჯახის წევრები და ახლობლები დაუკავშირდნენ. მათი განცხადებით, მებონია მოცემულ შემთხვევაში უდანაშაულოა. მსჯავრდებულის ახლობლები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ავტოსაგზაო შემთხვევაში თავს უდანაშაულოდ თვლის თავად ირაკლი მებონიაც. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე მებონიამ 2014 წლის პირველი იანვრის ღამე და მომხდარის დეტალები გაიხსენა.

„დაახლოებით 19:00 საათზე ჩემი კუთვნილი „ოპელ ვექტრას“ ავტომანქანით წალენჯიხიდან ჯგალის მიმართულებით, დაახლოებით 80-90 კმ/სთ სიჩქარით ვმოძრაობდი. 80-100 მეტრი მანძილიდან ავტომანქანის ფარები შევნიშნე. ჩანდა, რომ მანქანა საპირისპირო ზოლში მოძრაობდა. გავაგრძელე მოძრაობა და როდესაც მივუახლოვდი, 15-20 მეტრში დავინახე, რომ „ემელის“ მარკის ავტომანქანა ღერძულა ხაზზე ნახევრად ჩემსკენ იყო გადმოსული. მანძილის სიმცირის გამო ემელთან შეჯახებას ვერ ავიცილებდი, ამიტომ გაზის პედალს ავუშვი ფეხი და საჭე მარჯვნივ ისე ავიღე, რომ სავალ ბილიკზე არ გადავსულიყავი. ემელზე გვერდის ავლა გადავწყვიტე, თუმცა შევხედე, რომ მძღოლის მხარეს გამოღებულ იყო კარი და ვეღარ შევძელი შეჯახების აცილება. ამის შემდეგ გონება დავკარგე,“ - ჰყვება ირაკლი მებონია თავის ჩვენებაში. საქმის მასალების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევიდან დაახლოებით 10 წუთში ირაკლი მებონია თავისი ნებით მივიდა წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში და მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს ჩვენება მისცა. ამის შემდეგ ქუთაისიდან ჩასულმა ექსპერტმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად დადო დასკვნა, რომ ირაკლი მებონია უდანაშაულო იყო. ექსპერტ კახა ქებულაძის დასკვნის საფუძველზე მებონია სამ იანვარს გაათავისუფლეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტის დასკვნაში ეწერა, რომ კორნელი კვარაცხელიას შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება და ის არის დამნაშავე, ხოლო მებონიას არ შეეძლო აეცილებინა თავიდან და ის უდანაშაულოა. ამის შემდეგ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება კორნელი კვარაცხელიას ოჯახმა მოითხოვა. ექსპერტი მომხდარიდან სამ თვეში ჩავიდა შემთხვევის ადგილას, აღიდგინა სურათი და კორნელი კვარაცხელია გაამართლა. ჩემი შვილი დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ მის მანქანას ადამიანის დაჯახების კვალი არ აღენიშნებოდა. ჩემი შვილი ამხანაგთან მიდიოდა. სიმთვრალე არ აღმოაჩნდა, მაგრამ მთვრალეულობას ხელი მაინც მოაწერა, რადგან დაბნეული იყო. ათ წუთში სამივე ადამიანი როგორ მოკვდა მაშინ, როდესაც მას, ვისაც ირაკლის მანქანამ დაარტყა, არც ერთი ნაკაწრი არ აქვს,“ - ამბობს ირაკლი მებონიას მამა თემურ მებონია.

ავარიის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, 18 წლის დავით ბელქანიას მამა ბადრი ბელქანია აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ირაკლი მებონიას ბრალეულობის, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად არ სჯერა. ბელქანიას თქმით, მისი შვილი სხვა მანქანამ იმსხვერპლა, ხოლო რეალურ დამნაშავეს მაღალჩინოსნები მფარველობენ.

„საღამოს გავიგე ეს ამბავი. ჩემთან მოვიდნენ სახლში და მითხრეს, შვილი მოგიკვდაო. დავიბენი, არაფრის თავი არ მქონდა. მანქანაში, რომელსაც ირაკლი მებონია დაეჯახა, ჩემი მამიდაშვილისშვილი იჯდა. მან მითხრა, შენი შვილი მებონიამ მოკლაო და მეც დავუჯერე. შვილის დასაფლავების მერე დავიწყე ამბის ძიება. ჩემს შვილს თავი მოგლეჯილი ჰქონდა და სეტკაზე იყო მიჭყენტილი. ასფალტზე, სადაც ჩემი შვილი იწვა, მებონიას მანქანას მიახლოება არ შეეძლო. მე ვამტკიცებ იმას, რომ ჩემს შვილს მებონიას მანქანა არ დაჯახებია. მეორე შვილი მყავს და არ მინდა ის ბავშვი გავამწარო, თორემ ყველას დავხოვაცდი. სასამართლო რომ დასრულდება, მე მერე მოვძებნი ჩემი შვილის მკვლელს. ეს არის ჩემი მიზანი. ანთებულ ცეცხლს ბენზინს რომ მიასხამ, ისე ვარ. სასაფლაოზე რომ ავდივარ, მრცხვენია. ასე მგონია ჩემი შვილი მეუბნება ლაჩარი ხარო. ორი წელია ჩემი შვილის პოვნა ვერ შეძელი. თუ გამოძიება არ დამეხმარება, მე თვითონ მოვძებნი და ამას ბევრი მკვლელობა მოყვება. მეორე შვილი მაჩერებს, თორემ ყველაფერი ყელში ამომივიდა. დამნაშავის მფარველებად ლევან იზორია და ალიკა ბაძაღუა დავასახელე, რომ ესენი არიან კორნელი კვარაცხელიას ახლობლები და მფარველობენ,“ - ამბობს ბადრი ბელქანია.

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ირაკლი მებონიას ოჯახს საცხოვრებლის დატოვება და ახლობლებისათვის თავის შეფარება მოუწია. მებონიები აცხადებენ, რომ მათ ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის მეუღლე კობა კვარაცხელია ემუქრებოდა. უფრო მეტიც, კვარაცხელიამ დაზიანებები მიაყენა მებონიების საცხოვრებელ სახლს. გარდა ამისა, პერიოდულად მიდიოდა სახლში ოჯახის წევრების მიერ საცხოვრებლის დატოვების შემდეგ და სახლის გადაწვით იმუქრებოდა. კობა ძიძიგურისგან დღემდე განიცდის დევნას ირაკლი მებონიას მამიდა მანანა მებონია. მანანა მებონია სოფელ ჯგალის ამბულატორიის მთავარი ექიმია. იმის გამო, რომ მებონიას ამბულატორიაში მუშაობის საშუალება არ ეძლევა, სამუშაო კაბინეტი საკუთარ სახლში, ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული თანხმობის შემდეგ მოიწყო. „სოფელ ჯგალში 30 წელია ვცხოვრობ და ექიმად ვმუშაობ. კობა კვარაცხელია ამბულატორიასთან ახლოს ცხოვრობს. დანით და იარაღით მომვარდა ამბულატორიაში, აქ არ მოხვიდე, საერთოდ გადი აქედანო და გამომაგდო ამბულატორიიდან. ამის მერე დავჯექი სახლში. ჩემი დამცველი არავინ იყო. პოლიციაში მითხრეს, პირად დაცვას ვერ აგიყვანთო. 1017 ხელმოწერით მივმართეთ ამბულატორიას, რომ ექიმის უფლებები დაეცვათ, მაგრამ არავინ არაფერი გააკეთა. ერთადერთი, რაც ჩვენ ვიცით ის არის, რომ კოკა კვარაცხელიას ალალი დეიდაშვილი მუშაობს შსს-ში ალიკა ბაძაღუა და ის მფარველობს. მფარველი არის ლევან იზორიაც, რომელიც ასევე შსს-ში მუშაობს. იმ საღამოს ავარია რომ მოხდა, ამბობდნენ, თუ მებონიას პატრონი არ გამოუჩნდა, ყველაფერს მას მიაწერენო,“ - ამბობს მანანა მებონია.

მოცემულ გამაურებულ საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს უფლებადამცველ ლედი ტუკვაძეს.

„ვის ან რა დაუშავა ასეთი ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც10 წლით ციხეში გამოკეტეს დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდენია. აღარ უნდა დამთავრდეს ნეპოტიზმი საქართველოში? რატომ არის უმოქმედოდ ზუგდიდის სამხარეო პოლიცია და წელიწადნახევრის განმავლობაში რატომ არიან დევნილობაში მებონიების ოჯახი? დღეს ამ ოჯახის წევრთა უსაფრთხოება დაუცველია. რატომ ხელმძღვანელობს ზუგდიდის სამხარეო სამმართველო ცემის სამართლით და სად არიან უფლებადამცველები, როდესაც ექიმ ქალს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ? ერთადერთი, რაც ოჯახს აჩერებს, ის არის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ვინ არის პასუსმგებელი იმაზე, რომ ტრაგედია არ მოხდება?,“ - აცხადებს ლედი ტუკვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უწყების მაღალჩინონების მიერ ავტოსაგზაო შემთხვევაში მსჯავრდებულის მფარველობასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ უწყებას აღნიშნულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება წელიწადნახევრის განმავლობაში უწევდა.

„ალექსი ბაძაღუას ნათესავია მიცემული პასუხისგებაში. შესაბამისად, მფარველობაზე ბრალდებას ვუარვყოფთ,“ - აცხადებენ უწყებაში. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სამართალდამცავებმა ირაკლი მებონიას მამიდის უსაფთხოების დაცვა ვერ უზრუნველყვეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში შემდეგს აცხადებენ: „ორი სახის განცხადებაა ჩვენთან შემოსული. პირველი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რაზეც პოლიციამ გააფრთხილა კვარაცხელია. მეორე წერილი კოლექტიური იყო ექიმის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე დაიწო გამოძიება და შემდგომი მოქმედებები პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს,“ - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

მებონიების ოჯახის ადვოკატმა საკასაციო საჩივრით მიმართა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატას. ამ დროისათვის უცნობია სასამართლო რამდენად მიიღებს საქმეს წარმოებაში. სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის საქმესთან დაკავშირებით სიახლე არ აქვთ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ მის გარეშე, მებონიების ოჯახი და გარდაცვლილი დავით ბელქანიას მამა სიმართლის დადგენას თავად შეეცდებიან, რაც შესაძლოა მორიგი ტრაგედიის მიზეზი გახდეს.


ნანახია: 3230-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის გზაზე 2014 წლის პირველი იანვრის ღამეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ ირაკლი
ირაკლი მებონიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა იმ ავტოსაგზაო შემთხვევისათვის მიუსაჯეს, რომელსაც 2014 წლის პირველ იანვარს,
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრა მოითხოვეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მათ საქმის გამოსაძლიებლად და დამნაშავის სიხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ვადა მომავალ
ბაღდათის რაიონულ პოლიციასთან 20 წლის ირაკლი აბულაძის მეგობრები და ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო.