Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტრანსპორტის სამსახურის უფროსი: მართლა ობიექტური კონკურსები ჩავატარეთ

თარიღი : 25-09-2013, 15:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახურმა გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
სამსახურის უფროსის ნიკა კეპულაძის თქმით, 2013 წელს სამსახურმა ადგილობრივ საქალაქო ხაზებზე გადამყვანი კომპანიის გამოვლენის მიზნით რამდენიმე კონკურსი ჩაატარა. კეპულაძე ირწმუნება, რომ კონკურსები ობიექტურად ჩატარდა.
„მართლა კონკურსები ჩავატარეთ. ისეთმა მონსტრმა როგორიცაა „თეგეტა მოტორსი“ კონკურსი წააგო მცირე გადამზიდავ „ჟთგ“-სთან,“ - აღნიშნა კეპულაძემ.
ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თქმით, სამსახურმა „უფასო მგზავრობის პროგრამის“ ფარგლებში ჩართული მძღოლებისათვის გაბილეთიანების სისტემა შემოიღეს. როგორც კეპულაძე ამბობს, აღნიშნული პროგრამისათვის გამიზნული 96 000 ლარიდან 30-35 000 ლარის დაზოგვა მოხდება.
ნიკა კეპულაძის განცხადებით, ქუთაისში გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოები არ არის და სამსახურს მათი განთავსების იდეა აქვს. გარდა ამისა, ტრანსპორტის სამსახური საქალაქო ტრანსპორტის მუნიციპალურ ტრანსპორტად ქცევის ინიციტივითაც გამოდის.
„იმედი გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლება დაგვიჭერს მხარს და ცენტრალური ხელისუფლებაც დაგვეხმარება. დაახლოებით სამი მილიონი ლარი დაგვჭირდება, რომ საქალაქო ტრანსპორტი მუნიციპალურ ტრანსპორტად გადაკეთდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კერძო სატრანსპორტო საშუალებებში პირობები არ გამოსწორდება და მგზავრები დასკოჩილი ავტობუსებით არ ივლიან,“ - ამბობს კეპულაძე.


ნანახია: 2173-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ნიკა კეპულაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. კეპულაძე
ჩემთვის, როგორც ტრანსპორტის სამსახურის უფროსისთვის, მოსახლოების მოთხოვნა უფრო ყურადსაღებია, ვიდრე გაფიცული მძღოლების,"- ამბობს
ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ნიკა კეპულაძის განცხადებით, ტენდერში ახალი კომპანიები მონაწილეობენ. აღნიშნულ სატრანსპორტო ხაზებზე
" შეიძლება საერთოდ აღარ ჩამოვიდეს",–ამბობს სამსახურის უფროსის მოვალეობის ახალი შემსრულებელი გიორგი აბესაძე.
მომხდარის გამო სამსახურმა ნებართვის გაცემის წესი შეცვალა
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის განახლების პროცესი დაიწყო.

ამინდი