Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულების მოწყობა ერთ თვეში დასრულდება

თარიღი : 7-07-2015, 14:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულების მშენებლობა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა.
ქუთაისში, 10 ადგილას სიჩქარის მარეგულირებელი 24 კუნძულის მოწყობას რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს. შოთა მურღულიას განცხადებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილებას და ნაწილობრივ სიჩქარის შემზღუდველ საშუალებასაც წარმოადგენს.
,,იმის გამო, რომ ქუთაისში არ არსებობდა სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები და ქალაქში იქმნებოდა ავარიული სიტუაციები, ასევე ქვეითად მოსიარულეს ექმნებოდა საფრთხე, დაიგეგმა მარეგულირებელი კუნძულების მოწყობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა დიდ ქალაქში არსებობს სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები. ქუთაისში მისი მოწყობა წელს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. კუნძულების მოწყობა მნიშვნელოვნად გაალამაზებს ქალაქის იერსახეს და გაზრდის მწვანე საფარის მოცულობას. მცენარეების მოსავლელად მოეწყობა სარწყავი სისტემებ,”- განაცხადა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 2387-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური ქალაქში სიჩქარის
გახშირებული ავარიების გამო ქალაქში, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწვეტილებით, კუნძულებთან ერთად შუქნიშნებიც ემატება.
ქუთაისის მერიამ ქალაქის მასშტაბით მოძრაობის მარეგულირებელი კუნძულების მოწყობა დაიწყო.
ცამეტ ქუჩაზე მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები, საგზაო კუნძულები, ჰორიზონტალური მონიშვნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები
ზებრებისა და სიჩქარის მარეგულირებელი ნიშნების დახაზვა მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.

ამინდი