ქუთაისის მერი: ვნახოთ ერთი ასეთი რა დაუსაქმებლობა გვჭირს იმერეთში

მიმდინარე წლის 10 ივლისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში რიგით მეორე დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად ბრიფინგი გამართა და დასაქმების მსურველებს აქტიურობისაკენ მოუწოდა.
მურღულიას განცხადებით, დასაქმების ფორუმი საქართველოსა და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. მისივე თქმით, ანალოგიურმა ფორუმმა, რომელიც პირველად თბილისში გასულ წელს ჩატარდა, 250 ადამიანი დაასაქმა.
"ფორუმზე დამსაქმებელი 70 კომპანია იქნება წარმოდგენილი და დაახლოებით 12 000 ადამიანთან იქნება შესაძლებელი გასაუბრება. მაღალი უნდა იყოს აქტივობა. ვნახოთ ასეთი რა დაუსაქმებლობა გვჭირს იმერეთში,"- განაცხადა შოთა მურღულიამ.
კერძო სექტორში დასაქმების მსურველ პირებს ფორუმზე მოსახვედრად რეგისტრაციის გავლა სოციალური მომსახურების სააგენტოს გვებ-გვერდზე შეუძლიათ. ხოლო იმ პირებმა, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, რეგისტრაციისათვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უნდა მიმართონ.