Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გელათის მონასტრის საკონსერვაციო გეგმა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიაზე დადებითად შეფასდა

თარიღი : 7-07-2015, 10:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გელათის მონასტრის საკონსერვაციო გეგმა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე დადებითად არის შეფასებული, სწორედ ამიტომ, საკითხის ძირეული განხილვა 2016 წელს კომიტეტის მე-40 სესიაზე გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული მხარის მხრიდან საერთაშორისო კონვენციით დადგენილი მეთოდების დაცვა და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის განმსაზღვრელია, მთავარ მიზნად ისახავს საფრთხის ქვეშ მყოფი გელათის მონასტრის არსებული სტატუსის რეაბილიტაციას და ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნებას.
სააგენტოს ინფორმაციით, გელათის მთავარ, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აქტიური სარეაბილიტაციო და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, გელათის რეაბილიტაცია 2008 წელს დაიწყო. სახელმწიფოს დაკვეთით ქართველი, ესპანელი და გერმანელი სპეციალისტების მიერ, კომპანია "საქართველოს მემკვიდრეობამ" გელათის სრული რეაბილიტაციის პროექტი მოამზადა, რომლის ფარგლებში ამ დროისთვის სრულად აღდგენილია - გელათის აკადემია, აღმოსავლეთისა და დავითის კარიბჭე, სამრეკლო, წმ ნიკოლოზის ეკლესია და გაბრიელ ქიქოძის საეპისკოპოსო სასახლე. გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში კონსერვაცია ჩაუტარდა ფრაგმენტულად შემორჩენილ XIV საუკუნის კედლის მხატვრობასა და წმ. მარინეს ეკვდერის XV-XVI საუკუნის ფრესკებს", - აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, 2013-2015 წლებში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, ქართულმა მხარემ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიცირების დოკუმენტი და გელათის მონასტრის მართვის გეგმის პროექტი წარუდგინა.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება.


ნანახია: 2105-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველო პოლონეთში დაგეგმილ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე, გელათის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან
ქართული მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან, საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ძეგლების
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადებით, დღევანდელ სესიაზე გადაწყდა ორივე ტაძრის -
1994 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი გელათის მონასტერი 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გელათის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციას აფინანსებს.
პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის

ამინდი