ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.
სამართალდამცველი ორგანოები დავით კაკაბაძეს, ყალბი დოკუმენტების დამზადების წაქეზებასა და მოქალაქის ცემას ედავებოდა.
კაკაბაძის ადვოკატის დალი სულაქველიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ სცნობდა, დღეს კი სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.
"საგამოძიებო ორგანოები აცხადებდნენ, რომ კაკაბაძემ საკრებულოს თანამშრომლები, ვანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი ყალბი დოკუმენტის დამზადებაში წააქეზა. რაც იყო სრული აბსურდი, ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ერთ-ერთი მოქალაქის ცემას ედავებოდნენ, რაც სასამართლომ არ გაიზიარა", - განაცხადა დალი სულაქველიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით კაკაბაძე 2012 წელს დააკავეს. ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იკავებდა.