ხონის რაიონის სოფელ გუბში რამდენიმე ათეული პირუტყვი ჯილეხის დაავადებით დაიხოცა
თარიღი : 6-07-2015, 18:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონის რაიონის სოფელ გუბში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც სოფელში ამბობენ, პირუტყვის გარდა, ჯილეხით რამდენიმე ადამიანი არის დაავადებული.
ადგილობრივები ხონის გამგეობას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირუტყვის დაღუპვით მიყენებული ზარალის კომპენსაციას სთხოვენ.
"რამდენიმე დღის წინ სოფელში ძროხები დაგვეხოცა. ნაწილს ნემსიც გავუკეთეთ მაგრამ ვერ ვუშველეთ. მე, ორი ძროხა მომიკვდა და კიდევ ერთი ავადაა. არ ვიცი რა გვეშველება. ოჯახს ამით ვარჩენდით. სოფელში კი ერთ ადამიანს ჯილეხი აღმოაჩნდა და ის სახლში მკურნალობს", - განაცხადა დალი კორძაძემ.
ხონის ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ დაავადების შემდეგ ყველა პირუტყვს აცრა ჩაუტარდა და იმედოვნებენ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ დაფიქსირდება.