Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში მცხოვრებლები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ

თარიღი : 6-07-2015, 17:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში მცხოვრებლები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთან ბუნებრივი აირი უნდა შეეყვანათ, თუმცა, მათი ინფორმაციით, გაზიფიცირება მათი სოფლის ნაცვლად პირველ სვირში ხდება.
ადგილობრივების თქმით, პროექტებისა და დაპირების მიხედვით, გაზიფიცირება თავდაპირველად მათთან უნდა მომხდარიყო, რის გამოც ისინი ხვალ ზესტაფონის გამგეობასთან აქციის ჩატარებას, შემდეგ კი რკინიზგის გადაკეტვას გეგმავენ.

„ხვალ დილით 09:00 საათზე სოფელში ასობით ადამიანი შევიკრიბებით. თავდაპირველად ადგილობრივები გამგეობის შენობასთან მივალთ, შემდეგ კი რკინიგზის სადგურს გადავკეტავთ. წლებია გაზიფიცირებაზე ვოცნებობთ, ძლივს პროექტში ჩაგვსვეს, ახლა კი ისევ ამოღება უნდათ“, - აცხადებს ადგილობრივი მერაბ დოლიძე.

ზესტაფონის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეთანხმების დონეზე მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მეორე სვირში გაზიფიცირება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყება.


ნანახია: 2369-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გზის გადაკეტვას ზესტაფონის სოფლების-საქარას, საზანოს, ზორვეთის, სასახლისა და ტყლაპის მაცხოვრებლები გეგმავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მაცხოვრებლები მუნიციპალიტეტის გამგებელს ერთკვირიან ვადას აძლევენ, შემდეგ კი მასობრივი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
სოფელ მეორე სვირში, მდინარე ყვირილაზე, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა თევზის მოპოვებას.

ამინდი