როგორ იხსენებს სტიქიის შედეგად დაკარგულ სერგი კაპანაძეს მეგობარი?

13 ივნისის სტიქიის შედეგებს ქვეყნის დედაქალაქი თბილისი ამ დრომდე იმკის. ინფრასტრუქტურის განადგურების გარდა, აიდებულმა მდინარე ვერემ ადამიანების სიცოცხლეც იმსხვერპლა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ქუთაისელი სერგი კაპანაძე. კაპანაძე ბოლოს ტაქსში ნახეს. ახალგაზრდა დებ-ინდირა და ლიზა ზარანდიებს სახლში აცილებდა. ზარანდიების ცხედრები მაშველებმა და მოხალისეებმა სტიქიიდან რამდენიმე დღეში იპოვეს. კაპანაძის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.
სერგი კაპანაძის შესახებ Topnews.com.ge-ს მისი კლასელი ნანიტა ზაუტაშვილი ესაუბრა. ზაუტაშვილი ამ დროისათვის იტალიაშია. ამბობს, რომ სერგიზე წარსულში საუბარი არ შეუძლია და ისევ რაღაცის იმედი მაქვს.
„თანაკლასელები ვიყავით და ვართ. ძალიან კარგი მეგობარია. ბავშვობაში წიგნების კითხვა უყვარდა. გაკვეთილის თუ შესვენების დროს სულ წიგნებს კითხულობდა. მახსოვს, მისი საყვარელი წიგნი ტარზანი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ვიყავით. ძალიან მეგობრული, აქტიური, ყურადღებიანი და გულიანია. აქეთ რომ წამოვედი სულ მეხმიანებოდა. ემიგრანტისთვის ბევრს ნიშნავს ყურადღება. სულ ჩემს გვერდით იყო. ისეთი ყურადღებიანი იყო. ამას წინათ გარდაცვლილი მამის დაბადების დღე მქონდა. რომ გაიგო, ამხანაგთან ერთად სასაფლაოზე გავიდა და მითხრა, ჩვენ ვართ აქ შენ თუ არ ხარ, არ ინერვიულოო. მელოდებოდა. ერთი სული ჰქონდა როდის ჩამოვიდოდი. შაბათ საღამოს, სანამ სტიქია მოხდებოდა, ამხანაგები ქეიფს ვგეგმავდით საქართველოში რომ ჩავიდოდი. სერგიც აქტიურობდა. უხაროდა ეს ამბავი. ძალიან გვიყვარს სერგი იმიტომ, რომ ნამდვილი მეგობარია, ყურადღებიანი, შეგნებული ვაჟკაცი და კარგი გულის,“ - ამბობს ნანიტა ზაუტაშვილი.

სერგი კაპანაძის მეგობარი იმასაც ამბობს, რომ სერგი სტიქიის დროს ტაქსიში მყოფ გოგონებს არ მიატოვებდა და საკუთარი თავის გადარჩენას არ შეეცდებოდა.
„ვერ ვიჯერებ რაც მოხდა. შაბათსაც კი შემეხმიანა. ისეთია, არც გამიკვირდა რომ გოგონები არ დატოვა. ძალიან ვაჟკაცი და ყურადღებიანია. მახსოვს, გადასასვლელზე რომ გადავდიოდით ხელს მომკიდებდა, ფრთხილად იყავიო,“ - იხსენებს ნანიტა ზაუტაშვილი.