Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო წიგნებზე ფასები იზრდება

თარიღი : 6-07-2015, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“საგანმანათლებლო ალიანსის” განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან, სასკოლო წიგნებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი.
როგორც ალიანსის თანათავმჯდომარემ, მარიამ რამინაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტრო წელს სახელმძღვანელოებზე 3 მილიონ ლარს ხარჯავს.

“პირველ ეტაპზე 19 მილიონზე მეტი იყო გათვლილი, 100% სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის. მეორე ეტაპზე, ანუ შემდეგ წელს, 19 მილიონი შემცირდა 9 მილიონამდე და მხოლოდ 9 მილიონი გამოიყო ამისთვის, რაც წარმოადგენს საერთო რაოდენობის 52%-ს. ქსელში დარჩა 48% ძველი 2013 წლის სახელმძღვანელოები და 52%-ი 2014 წლის სახელმძღვანელოები. 2015-2016 სასწავლო წელს ქსელში იქნება მესამეწლიანი 48% სახელმძღვანელოები და 52% სახელმძღვანელოები კი მეორეწლიანი. ამ ფონზე, როდესაც 3 მილიონი იხარჯება, ეს წარმოადგენს საერთო რაოდენობის 10%-ს. გამოდის, რომ მხოლოდ 10% სახელმძღვანელოები შეიცვლება, დანარჩენი კი იქნება მეორე და მესამეწლიანი მოხმარებისთვის; რაც გულისხმობს, რომ მშობლები აუცილებლად ეცდებიან შეიძინონ თავისი შვილებისთვის ახალი წიგნები. თუმცა, სახელმძღვანელოების ფასზე კონტროლი არ იქნება და სავარაუდოდ, გაიზრდება ფასი, რომელიც არავინ იცის, როგორ განისაზღვრება. რეალურად კი, სახელმძღვანელოების ფასი იქნება იმდენად დიდი, როგორც არასდროს”, – განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა არსებულ აუცილებლობებს და საჭიროებებს ვერ არგებს საკუთარ გათვლებს, რასაც ხმამაღლა არ ამბობს.


ნანახია: 1827-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების რაოდენობა არის ძალიან ბევრი, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების ცხრილი
შესაბამის ინიციატივაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებისადმი გავრცელებულ
სასწავლო პროცესს ქუთაისის 38 საჯარო სკოლის მოსწავლეები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებიც შეუდგნენ.
ხორბლის ჭარბი მოსავლის ფონზე, ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების კიდევ უფრო დაცემას პროგნოზირებენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები ბიუჯეტის პროექტს იწუნებენ.

ამინდი