Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრემიერ-მინისტრმა 35 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა

თარიღი : 5-07-2015, 22:30 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 35 დევნილ ოჯახს 21 წლიანი მოლოდინის შემდეგ საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა.
პრემიერმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, დღეს ქუთაისის ცენტრში ახლადაშენებული კორპუსი დაათვალიერა და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.
“როდესაც ჩვენი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოვიდა, განსაკუთრებულ პრიორიტეტად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სათანადო პირობების შექმნა დავისახეთ. ჩვენ არც ერთ დევნილს არ დავტოვებთ იმ წარმოუდგენელ პირობებში, როგორშიც წლები გაატარეს და ეტაპობრივად ჩვენ დავძლევთ ამ პრობლემას. სწორედ ამ ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვას. ჩვენ უკვე შევისყიდეთ 35 ბინა ამ კორპუსში, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოს კიდევ 18 ბინას ჩავიბარებთ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, პროექტი იძლევა ქართველი მენაშენეების წახალისების, დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის საქმეში მენაშენეების ჩაბმის შესაძლებლობას და ხელს უწყობს ზოგადად სამშენებლო ბიზნესის განვითარებას.
ახალმოსახლე ოჯახებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს მთვრობის მიერ დევნილი მოსახლეობისთვის გაწეული ზრუნვისთვის. “მადლობა გეკუთვნით თქვენ ამდენი მოთმინებისთვის და გაჭირვების ღირსეულად გადატანისთვის,”- განუცხადა პრემიერმა დევნილებს. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა. დღეს, შმიდტის ქუჩა N2-ში არსებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი 35-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. დარჩენილი 18 ბინა დევნილ ოჯახებს 2015 წლის ბოლოს გადაეცემათ.

პრემიერ-მინისტრმა 35 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა

პრემიერ-მინისტრმა 35 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა

პრემიერ-მინისტრმა 35 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა

პრემიერ-მინისტრმა 35 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა


ნანახია: 2418-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბენატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან
იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით
დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია, თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით შემოსული 11 016 განაცხადიდან იმ 400
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქუთაისის მერმა შოთა მუღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში,

ამინდი