Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნასვამი ადამიანების მიერ ნაცემი 24 წლის ახალგაზრდა დახმარებას საჭიროებს

თარიღი : 5-07-2015, 22:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის მკვიდრი, 24 წლის ტარიელ კოხრიძე საზოგადოების დახმარებას საჭიროებს. დედაქალაქში სამსახურის გამო ჩასული ახალგაზრდა რამდენიმე თვის წინ ნასვამი ადამიანების ჯგუფმა სცემა და ქუჩაში მიატოვა.
ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტარილე კოხრიძე საავადმყოფოდან გამოწერეს და ვინაიდან არ ჰქონდა არსად წასასვლელი, მძიმე ავადმყოფი მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპის-მა შეიფარა.
"ტარიელს სოფელ სვირში ჰყავს დედა, რომელიც თავად არის ავადმყოფი და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას (ისიც მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპისმა შეიფარა), ხოლო მათი სახლი სვირში იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ 1000 ლარსაც არ აძლევენ. სოფელში გადაყვანა მსგავსი ტიპის ავადმყოფის ყოვლად შეუძლებელია, დედას კი ვინაიდნ სხვა არავინ ჰყავს, ვერ შორდება დავრდომილ შვილს. ტრიელს თვეში 200-250 ლარის წამალი სჭირდება. არასრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის შედეგად, მას დაერთო ეპილეფსიის რთული ფორმაც.ორჯერ გაუკეთდა თავის ქალის ტრეპანაცია. ასე, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტები.იმიტომ რომ, თბილისელი არ არის მერია არ აფინანსებს და იმიტომ რომ, არ არის არასრულწლოვანი ან სიმსივნით ავადმყოფი, არ ეხმარება არცერთი ფონდი. უმორჩილესად გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანეთ ამ ახალგაზრდას ბედი, იყავით აქტიურნი!
გარდა ამისა, ჩვენ ხელთ გვაქვს თერაპიის ინსტიტუტიდან გამოთხოვილი ინტენსიური ჰიდრო თერაპიის კურსის კალკულაცია, რომელიც 7500 ლარი ჯდება და ექიმები გარანტირებულად ირწმუნებიან, რომ კურსის სრულად გაკეთების შედეგად ეს ადამიანი შესძლებს დამოუკიდებლად გავლას!
24 წლის ბიჭის მომავალი-და 7500 ლარი. იფიქრეთ ვის შეიძლება მივმართოთ და რა ღონე ვიხმაროთ, რომ იმ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა ვისაც სძალუძს დახმარება!
თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს, მეგობრებო!," - აცხადებენ საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქველ"-ში, სადაც 24 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საზოგადოებას მოწყალების გაღებისკენ მოუწოდებენ.

ტარიელ კოხრიძის დახმარების მსურველებმა უნდა მიმართონ შემდეგ ორგანიზაციას და სურვილის შემთხვევაში, თანხა ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე დარიცხონ:

საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქველი".
571 44 91 91

საქართველოს ბანკი
GE74BG0000000520145100
საიდენტიფიკაციო კოდი
400138775

TBC ბანკი
GE61TB7653036080100005
საიდენტიფიკაციო კოდი
400138775

პროკრედიტ ბანკი
GE88PC0533600100002410
საიდენტიფიკაციო კოდი
400138775

ლიბერთი ბანკი
GE90LB0115118197657000
საიდენტიფიკაციო კოდი
400138775


ნანახია: 2437-ჯერ

მსგავსი სიახლეები
7 წლის გოგონას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. გოგონა ვერც საუბარს ახერხებს.
კონცერტის ორგანიზატორი საქველმოქმედო ორგანიზაცია 'მომავლის ფონდი'-ა.
მძიმე დაავადებით დასნეულებულ მარგალიტა მაკარიძეს ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალიშვილი ჰყავს.
თამუნა მექვაბიშვილს თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა, ხოლო თავში კისტა აქვს. სათანადო მკურნალობის არარსებობის გამო, გოგონას

ამინდი