ქუთაისში აბონენტთა ნაწილს 5 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თარიღი : 5-07-2015, 20:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 5 ივლისს ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც topnews.com.ge-ს ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, მიმდინარე წლის 5 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "სათაფლიაში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქუთაისში დაახლოებით 5200 აბონენტს.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, 110/35/6 კვ ქვესადგურში "სათაფლია" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონს, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 5200 აბონენტს ქუთაისში. ელექტროენერგიის მიწოდება ამავე პერიოდში შეუწყდება წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის 620 მომხმარებელსაც.
კომპანიის ცნობით, აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს "ენერგო-პრო ჯორჯია" სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.