Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს სოფელში მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა

თარიღი : 5-07-2015, 16:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქ ქუთაისის ნაზარიშვილის საოჯახო მედიცინის ცენტრის ორგანიზებით უფასო გამოკვლევების აქცია გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში სოფლის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროპათოლოგისა და თერაპევტის სათანადო კონსულტაციები მიეღოთ. პაციენტებს ასევე უტარდებოდათ ლაბორატორიული, ულტრაბგერითი და ეხოკარდიოგრაფიული გამოკვლევები. საჭიროების შემთხვევაში ურიგდებოდათ მედიკამენტები.
აქციის მხარდაჭერის მიზნით სოფელ მაღლაკში იმყოფებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და გამგებლის მოადგილე გენადი ბალანჩივაძე.
,,სოფლის მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს ექიმთან ვიზიტს, შესაბამისად არ ხდება დაავადებათა დროული დიაგნოსტირება. მსგავსი ტიპის უფასო სამედიცინო აქციები პერმანენტულად გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს მოიცავს,"-განაცხადა გამგებელმა.


ნანახია: 2410-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უფასო სამედიცინო გამოკვლევები იმერეთის რეგიონში უკვე ჩაუტარდათ საჩხერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს. აქცია
გამოკვლევები ბზვანის საჯარო სკოლის შენობაში დილიდან დაიწყო.
სოფელ პერევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამბულატორია გაიხსნა, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით რამდენიმე სოფლის
აქციის ფარგლებში, მოქალაქეებისათვის უფასო იქნება როგორც გამოკვლევები, ისე ანალიზები.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევში, სამედიცინო აქცია გაიმართა.

ამინდი