ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში დევნილებს ბინებს გადასცემს
თარიღი : 5-07-2015, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადაცენის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. ღონისძიება ამ წუთებში, აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს. აღნიშნულ გამზირზე ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი 35 იძულებით გადაადგილებულ პირს გადაეცა. მიმდინარე წლის ბოლომდე ამავე კორპუსში საცხოვრებლით დამატებით 18 დევნილი ოჯახის უზრუნველყოფა იგეგმება.