Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში ანალოგური მაუწყებლობა 18 ივლისს გაითიშება

თარიღი : 3-07-2015, 23:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ციფრულ მაუწებლობაზე გადასვლის პროცესი დაიწყო და გრძელდება. პირველ ივლისს ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი უკვე გაითიშა თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანსა და საგარეჯოში. გრაფიკის მიხედვით, სიგნალი 9 ივლისს შიდა ქართლსა და დუშეთში გაითიშება, ხოლო იმერეთის რეგიონში, გურიაში, სენაკში, მარტვილში, ცაგერსა და ფოთში-18 ივლისს. აჭარა ციფრულ მაუწყებლობაზე 30 ივლისს გადავა, სამეგრელო 6 აგვისტოს, სამცხე-ჯავახეთი 18 აგვისტოს, ხოლო კახეთი, რაჭა, სვანეთი, ზემო იმერეთი, სტეფანწმინდა, თიანეთი და ქვემო ქართლის ნაწილი-25 აგვისტოს.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, ციფრული სიგნალის მისაღებად ნებისმიერი ტელევიზორის გარდაქმნა შეიძლება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ არხების საყურებლად თქვენს ტელევიზორს სეტ-ტოპ ბოქსი დასჭირდება, თუ რა თქმა უნდა თქვენი ტელევიზორი ისედაც არ აღიქვამს DVB-T2 სტანდარტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ციფრული სიგნალის მისაღებად ეს მოწყობილობა აღარ დასჭირდება. სეტ-ტოპ ბოქსის შეძენისას შეამოწმეთ, არის თუ არა ის სერტიფიცირებული (ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე პასუხისმგებელი უწყება, სერტიფიცირებული პროდუქტებისა და საცალო გაყიდვის ობიექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოგვიანებით უფრო დეტალურ სპეციფიკაციებსა და რჩევებს გამოაქვეყნებს). თუმცა თუ მაინც მოისურვებთ ახალი ტელევიზორის შეძენას, დარწმუნდით, რომ ის შესაბამისობაშია DVB-T2 სტანდარტთან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სიგნალს ანტენის საშუალებით იღებთ, თქვენი ტელევიზორი DVB-T2 სტანდარტს არ აკმაყოფილებს და არც სეტ-ტოპ ბოქსს შეიძენთ, ანალოგური სიგნალის გამორთვის შემდეგ (2015 წლის 17 ივნისი) ტელევიზორის ყურებას უბრალოდ ვეღარ შეძლებთ. ამასთან, დარწმუნდით, რომ ოჯახში არსებული ყველა ტელევიზორი მიერთებულია სეტ-ტოპ ბოქსთან ან გააჩნია ინტეგრირებული გადამყვანი.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური სტრატეგიის თანახმად, ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და რეიტინგში 70 000-ზე დაბალი ქულა აქვთ მინიჭებული (ამჟამად ასეთი ოჯახების რიცხვი 225 000-იდან 240 000-მდე მერყეობს) სპეციალური დახმარებით ისარგებლებენ და სეტ-ტოპ ბოქსებს უფასოდ მიიღებენ.

2006 წელს, საქართველო და ყველა მეზობელი ქვეყანა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირთან (ITU) დადებული ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმდა, რომ 2015 წლის 17 ივნისს ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობა გამოირთვება და მთელი რეგიონი ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადავა.

ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი, რომელსაც დღეს ტელევიზორის საყურებლად ვიყენებთ, თავდაპირველად მონოფონური ხმის მქონე შავ-თეთრი გამოსახულების მისაღებად დაინერგა. ტელევიზიის განვითარებასთან ერთად, როცა მას ახალი ფერები, სტერეო ხმა და მრავალი არხი დაემატა, დადგა ამ სიგნალების ადაპტაციის საჭიროება, რათა მას მრავალფეროვანი ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა მისცემოდა. დღეისათვის სატელევიზიო მაუწყებლობამ ისეთ პროგრესს მიაღწია, რომ ანალოგური სიგნალით უკვე შეუძლებელია მრვალფუნქციური მომსახურებების სრული სპექტრის მოცვა. სწორედ ამიტომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა (ITU) მსოფლიოს ყველა ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რაც სიხშირეების გაცილებით ეფექტურად გამოყენების საშუალებას მოგვცემს, უკეთეს გამოსახულებასა და ხმის ხარისხს უზრუნველყოფს და ასევე, ფუნქციათა ბევრად უფრო მდიდარ არჩევანს შემოგვთავაზებს.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უკვე გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე, მათ შორის ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ამერიკაში; ზოგ ქვეყანაში კი, საქართველოს მსგავსად, ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. გადამცემი ინფრასტრუქტურის მდებარეობიდან და გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ცალკეული ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.


ნანახია: 2207-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული ტელევიზიები ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლმადე უნდა გადავიდეს
რა შედეგი მოიტანა ე.წ. HD ხარისხმა და რამდენად მტკივნეული თუ სულაც უმტკივნეულო აღმოჩნდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი
მოსახლეობის აღწერა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამოკლებით.
მოსახლეობა აღნიშნულ ტელეკომპანიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვეღარ უყურებს.

ამინდი