Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ენერგო პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 3-07-2015, 22:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 5 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "სათაფლიაში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5200 აბონენტს ქუთაისში. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალის პრესსამსახური ავრცელებს.

"110/35/6 კვ ქვესადგურში “სათაფლია” დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონს, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 5200 აბონენტს ქუთაისში. ელექტროენერგიის მიწოდება ამავე პერიოდში შეუწყდება წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის 620 მომხმარებელსაც.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 2348-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.
მიზეზად პროფილაქტიკური სამუშაოები სახელდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ამინდი