სტიქია სამტრედიაში-უფალს ვთხოვთ, ღმერთმა არ მოიყვანოს ასეთი წვიმა
თარიღი : 25-09-2013, 13:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ძლიერმა წვიმამ სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებს პრობლემები შეუქმნა.
სამტრედიის სოფელ გამოჩინებულში ორ უბანს-პატარა ეწერსა და დაბლა ეწერს შორის დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა, რის შედეგადაც მოსახლეობა სახნავ-სათეს ფართობებს მოწყდა. ხოლო ტოლების თემის სოფელ ბუკნარში 40-მეტრიანი ხიდი შუაში გადატყდა და ხიდის დაბოლოება ჩაინგრა. სამტრედიის სოფელ გომში, ე.წ. რუსიების უბანში მეწყრისგან დამცავი დამბა ჩამონგრა, რამაც მეწყერისა და მთის წყალის მოსახლეობასთან მისვლა გამოიწვია. მეწყერი ჩამოწვა საჯავახოს თემშიც.
სამტრედიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ავთანდილ თადუმაძის თქმით, წვიმის შედეგად თავად სამტრედიაში ქალაქის ტერიტორიაზე 14 ოჯახი დაიტბორა.
„თბილისიდან ველოდებით გეოლოგებს, რომლებიც ადგილზე ერთ საათში იქნებიან და უბნებზე გავალთ. რაც ჩვენი ხელით იყო გასაკეთებელი, მცირე სამუშაოები უკვე შევასრულეთ. სამტრედიას ბიუჯეტი არ აქვს და ადგილობრივი ბიუჯეტი ისეთ სამუშაოს ვერ შეწვდება, როგორიც ხიდის აღდგენაა. ასეთი წვიმა სამტრედიას კარგა ხანია არ ახსოვს. უფალს ვთხოვთ, კიდევ არ მოიყვანოს ასეთი წვიმა,“ - ამბობს თადუმაძე.