ქუთაისის მერი: არავის არაფერი ეპატიება
თარიღი : 3-07-2015, 16:46 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერიის აუდიტის განყოფილება მერიის დაქვემდებარებაში არსებული ყველა არაკომერციული, არამომგებიანი, იურიდიული პირის შემოწმებას გეგმავს. სამსახურმა პროცესი უკვე დაიწყო. შემოწმებას სპორტულ, კულტურულ დაწესებულებათა და ბაგა ბაღების გაერთიანებები გაივლიან.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, მსგავსი ტიპის შემოწმება ბუნებრივი პროცესია.
„აუდიტის სამსახური იმისთვის მყავს ყველა ააიპი შეამოწმოს. თუ არ არის დარღვევა, არავინ არავის არაფერს დააბრალებს. ერთი თეთრიც რომ იყოს დარღვევა, არავის არაფერი ეპატიება,“ - ამბობს მურღულია.