"პოეზიის ცისფერი ყანწები", - ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
თარიღი : 3-07-2015, 15:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების X-XI კლასების მოსწავლეებისათვის ცხადდება კონკურსი "პოეზიის ცისფერი ყანწები". კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება. ასევე, "ცისფერყანწელთა" შემოქმედების პოპულარიზაცია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ესსე სამსახურის ელექტრონულ მისამართზე kutaisisyd@gmail.com ან მოიტანონ ნაშრომი ქუთაისის მერიაში მისამართზე: რუსთაველის ქ.N3, მე-2 სართული, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. (აღნიშნულ თემაზე წარმოდგენილ ესსეს ან ლექსს თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია: ავტორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სკოლის ნომერი, პირადი და სკოლის ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი). ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 21 სექტემბერი.