Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია: ქუთაისის მერიამ პრემიების მანკიერი პრაქტიკა ერთი წლის წინ გააუქმა

თარიღი : 3-07-2015, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში პრემიების გაცემის ტრადიციის გაუქმებას ამომრჩეველთა და ქალაქის მოსახლეობის დაკვეთის შესრულებად მიიჩნევენ. ქალაქის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გააუქმა წესი, როდესაც მერიის ყველა თანამშრომელი დამსახურების მიუხედავად, კვარტალში ერთხელ პრემიის სახით ხელფასის სრული ოდენობის თანხას იღებდა.

http://topnews.com.ge/photo/news/1435909862.jpg


"ვინაიდან ეს პრაქტიკა კლავდა თანამშრომელთა მოტივაციას, გასულ წელს მერიაში დაინერგა შედეგზე ორიენტირებული წახალისების სისტემა, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ამ დროს ხდება თანამშრომლების მატერიალური წახალისება მხოლოდ წარმატებით შესრულებული სამუშაოსა თუ დანერგილი სიახლისათვის. ყოველივე ეს სწორი საკადრო პოლიტიკის წარმოების ქმედით ინსტრუმენტად იქცა. მაგალითისთვის საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ,რომ 2015 წლის მაისის თვესი 2 მაისობისა და 26 მაისის დღესასწაულებტან დაკავსირებით გამართული ღონისძიებების საუკეთესოდ ორგანიზებისადა ჩატარებისთვის ქალაქ ქუთაისის მერიის შემდეგი თანამშრომლებისთვის გამოყენებულ იქნა წახალისების ფორმა ფულადი ჯილდო. 2015 წელს პრემირებისთვის სახელფასო ფონდის არაუმეტეს 10 პროცენტია გათვალისწინებული, რაც ასევე მოკრძალებული ნორმაა," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით არსებულ მუნიციპალიტეტებში პრემიების გაცემის საკითხს შეეხებოდა.


ნანახია: 2200-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრემიების გაცემის პრაქტიკა ერთი წლის წინ გააუქმა ქუთაისის საკრებულომ.
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში მერიის თანამშრომლები აცხადებენ, მიმდინარე წელს საყოველთაო პრემია არ
აღნიშნული კვლევების მიხედვით პრემიების გაცემის რაოდენობით ქუთაისის ლიდერობს, სადაც საჯარო მოხელეებმა პრემიის სახით 97 850 ლარი
2016 წელს ქუთაისის მერიაში პრემიის სახით 450 455, ხოლო დანამატის სახით 195 541 ლარი გაიცა. ფინანსური წახალისების მეთოდი
ქუთაისის მერიაში პრემიების გაცემის ახალი მოდელის პრეზენტაცია ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში

ამინდი