Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის მიერ საჩუქრად გაცემული შენობა და ქალაქის მერის ზღაპრები

თარიღი : 2-07-2015, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ,,ჯადოსნური სამყარო“-ს პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ცენტრის გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
დღის ცენტრს ახალი შენობა ქუთაისის მერიამ გადასცა. ცენტრი 2008 წელს ჩამოყალიბდა და ამ ხნის მანძილზე კერძო ფართში იყო განთავსებული. ,,ჯადოსნურ სამყარო“-ში 23 ბენეფიციარია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს დღეს ქალაქის მერმა ზღაპარი წაუკითხა. დღეიდან ყოველ ხუთშაბათს, ყველა მსურველს შეუძლია ბავშვებს სასურველი ზღაპარი წაუკითხოს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ბექა ყანჩელს და ნიკოლოზ ლატარიას პრეზენტაციის ბოლოს დღის ცენტრის წარმომადგენლებმა, ,,ჯადოსნური სამყაროს“ ბავშვებისთვის გაწეული ქველმოქმედებისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. დეპუტატები დღის ცენტრს რამდენიმე თვეა საკუთარი ხარჯებით ეხმარებიან.


ნანახია: 2529-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი შოთა მურღულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ქუთაისში
აქციის მიზანს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და აღნიშნულ საქმეში
საბინაო სამსახურის უფროსმა მეზრაპრის ქუდი და მანტია მოირგო და დღის ცენტრის აღსაზრდელებს ზღაპარი სამი გოჭის ამბავი წაუკითხა.
ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრში ქალაქის საკრებულოს დეპუტატების მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე საუბრობენ.
„სიყვარულის დღის“ აღნიშვნა ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ტრადიციად იქცა და უკვე მესამე წელია იმართება.
ალექსანდრე იოსებაშვილმა დიმიტრი ლაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორ მერაბ კვიცარიძესთან ერთად,

ამინდი