იმერეთში მოქმედი ადვოკატები საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავენ
თარიღი : 2-07-2015, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთში მოქმედი ადვოკატები მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ადვოკატების დევნამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რის გამოც, შესაძლოა ადვოკატებმა საპროტესტო აქციები დაიწყონ.
ხატიაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციებით ადვოკატები ხელისუფლებას აჩვენებენ, როგორ უნდა მოეპყრონ ადვოკატებს.
„ადვოკატების დევნამ მიიღო შეუქცევადი ხასიათი. დღე არ გავა, ადვოკატს შეურაცხყოფა არ მიაყენონ. გადავედი ადვოკატთა უფლებების დაცვის ბრძოლის რეჟიმში, რასაც უნდა მოჰყვეს დიდი საპროტესტო აქციები. სხვაგვარად ხელისუფლებას არ სურს შეიგნოს, თუ როგორ უნდა მოექცეს ადვოკატს. ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, შევხვდები ადვოკატებს, რათა ადვოკატებმა ავირჩიოთ საპროტესტო აქციების ფორმა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა მოეპყრონ ადვოკატს“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ცნობისთვის, ხატიაშვილი ხვალ ბათუმში მოქმედ ადვოკატებს შეხვდება.