ქუთაისის მერიაში მოვაჭრებიი შეჭრას ცდილობენ (ფოტოები ადგილიდან)

ქუთაისის მერიასთან ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქცია ხმაურით მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მერიაში შესვლას ცდილობენ და ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.
მოვაჭრეები ქალაქის მერთან შეხვედრა სურთ, რათა მურღულიასგან მიიღონ პირობა, რომ გარე ვაჭრობა აიკრძალება.
მათი თქმით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაა, რის გამოც მათთან კლიენტები აღარ შედიან.
„გარე ვაჭრობის გამო, ჩვენთან კლიენტები საერთოდ აღარ შემოდიან. დახლის გადასახადსაც ვეღარ ვიხდით“, - აცხადებენ მოვაჭრეები.
მოვაჭრეების პროტესტს ქალაქის მერიაში ეხმაურებიან, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის თქმით, გარევაჭრობის აკრძალვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, მერიას რაც შეეხება ისინი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან.