Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამერიკელმა უფლებადამცველმა ქუთაისის ხელმძღვანელობას გამოცდილება გაუზიარა

თარიღი : 25-09-2013, 12:56 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
ჩიკაგოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კენედ განი ქუთაისის მერიაში ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა.
განი ქუთაისში პროექტის- „ადამიანის უფლებების დაცვა-რეკომენდაციები თუ სამართლებრივი იძულების მექანიზმები“ ფარგლებში იმყოფება.
ჩიკაგოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ჩიკაგოში, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობიაშიც არის ჩართული. კენედ განმა ქალაქის ხელმძღვანელობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მასპინძლებისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა ქუთაისში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას ადგილი.
უფლებადამცველი შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სახალხო დამცველის იმერეთის ოფისის წარმომადგენლებთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან გეგმავს.


ნანახია: 1949-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
როგორც ისინი აცხადებენ, მხარს არ უჭერენ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ
ელგა ფოლადაშვილი ყვება, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ მას სამსახურის დატოვება მოსთხოვა. ოფიციალურ მიზეზად კი იურისტის დიპლომის
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

ამინდი