Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის გამგეობის დასუფთავების სამსახურის უფროსმა შიმშილობა დაიწყო

თარიღი : 30-06-2015, 23:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის გამგეობის დასუფთავების სამსახურის უფროსმა მურმან ნებიერიძემ იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.
ნებიერიძეს, რომელიც გუშინ სამართალდამცველებმა დააკავეს, საგამოძიებო ორგანოები 60 000 ლარამდე თანხის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.
დაკავებულის ადვოკატის დალი სულაქველიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ ცნობს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გააჩნია გარკვეული არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლითაც ის საზოგადოებას და სასამართლოს დაანახებს, რომ ის უდანაშაულოა. მინდა გითხრათ, რომ ის გუშინდელი დღის შემდეგ შიმშილობს და მზადაა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ამ ეტაპზე ის იმერეთის სამხარეო პოლიციაში წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული," - აცხადებს ადვოკატი.
ზესტაფონის გამგეობაში, დასუფთავების სამსახურის უფროსის დაკავებას, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე ეხმაურება. მისი თქმით, ნებიერიძე მისი კადრი იყო, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მაღრაძეს მისი თავიდან მოშორება სურდა.
თავის მხრივ, ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძეც პასუხობს. ის ადასტურებს, რომ პროკურატურას ნებიერიძის საქმიანობით დაინტერესება თავად სთხოვა, თუმცა იმ ფაქტს, რომ ის მაჟორიტარს უპირისპირდება, არ ადასტურებს.


ნანახია: 2023-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველი ორგანოები დავით კაკაბაძეს, ყალბი დოკუმენტების დამზადების წაქეზებასა და მოქალაქის ცემას ედავებოდა.
დუგლაძე, რომელსაც ზესტაფონის გამგეობაში ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა, აცხადებს,
მისი უფლებადამცველის ლედი ტუკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველები ხშირად ავიწროებდნენ და მას ან ქვეყნის
ბრალდებულის ახლობლების თქმით, ქემოკლიძე უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, რის გამოც მედიკოსები იძულებულები გახდნენ, მრავლობითი
როგორც სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში მყოფი ლაშა გურეშიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის დაკავების დღიდან თავს უდანაშაულოდ
როგორც გამგეობაში topnews.com.ge--სთან საუბრისას აცხადებენ, მას სამსახურეობრივი უფლება მოსილების გადაჭარბებას, თანხების

ამინდი