Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასწავლო ცენტრი ქუთაისში, სადაც პროფესიონალები გელიან

თარიღი : 30-06-2015, 22:18 | კატეგორია: ახალი ამბები, რეკლამა   
topnews.com.ge
მოსწავლეზე და სკოლაზე მორგებული გრაფიკი, თბილი გარემო და ყველასათვის მისაღები ფასები. ქუთაისში არსებული სხვადასხვა სასწავლო ცენტრიდან სასწავლო ცენტრ "ინთელიჯენს" აღნიშნული მახასიათებლები გამოარჩევს.
სასწავლო ცენტრი ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა #62-ში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, უკვე სამი წელია ფუნქციონირებს. ცენტრი საქმიანობას სამი მიმართულებით ახორციელებს. ეს მიმართულებებია: ყველა სასკოლო საგანში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეების მომზადება, უცხო ენები, გაცვლითი პროგრამები და პროფესიული სწავლება.
სასწავლო ცენტრ "ინთელიჯენსის" დირექტორის ფატი კუპატაძის განცხადებით, სწავლის გადასახადის ხელმისაწვდომობის გარდა, შეღავათები მოქმედებს სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და დედმამიშვილებზე.
"ჩვენთან ფუნქციონირებს დაწყებითი და საბაზო მოსამზადებელი ჯგუფები. მომზადება ასევე შესაძლებელია საატესტატო და სააბიტურო საგნებში. ცენტრი ასევე გთავაზობთ უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული თურქული, ფრანგული) შესწავლას ნებისმიერი დონისა და ასაკის მსმენელთათვის. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი (A1, A2, B1, B2, C1, C2). ასევე შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ მეტყველების, მოსმენის, წერის და გრამატიკის უნარები. გვაქვს სპეციალური კურსები კორპორატიული კლიენტებისთვის. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ გერმანული ენის (au-pair) პროგრამით შესწავლას," - ამბობს ფატი კუპატაძე.
სასკოლო და სააბიტურო საგნებში მომზადების გარდა, სასწავლო ცენტრი "ინთელიჯენსი" პროფესიულ სწავლებასაც ახორციელებს. ცენტრი საშუალებას გაძლევთ დაეუფლოთ ისეთ პროფესიებს, როგორიცაა ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერანტი) და კულინარ-კონდიტერი. გარდა ამისა, ადგილზე გაივლით ბუღალტერიის კურსებს (ორისის პროგრამით), ასევე, ინგლისურისა და კომპიუტერის კურსებს.
"ჩვენ ცენტრში გვყავს გრანტიანი ბავშვები. სასწავლო ცენტრი მაქსიმალურს აკეთებს იმისათვის, რომ შედეგი გარანტირებული გვქონდეს," - ამბობს სასწავლო ცენტრის დირექტორი.
სახელწოდება: საწავლო ცენტრი "ინთელიჯენსი". მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის #62. სახელწოდება და მისამართი ცნობილია. არჩევანი კი მშობლებსა და მოსწავლეებზეა.
R
სასწავლო ცენტრი ქუთაისში, სადაც პროფესიონალები გელიან


ნანახია: 3693-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლო ცენტრი ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა #62-ში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, უკვე სამი წელია ფუნქციონირებს.
ქუთაისში ინტენსიური განათლების ცენტრი მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაიხსნა. ცენტრში სწავლის მსურველებს დამატებითი განათლების მიღება
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი დაინტერესებული პირებისათვის აცხადებს მიღებას ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სკოლასა და საოპერატორო
სასწავლო პროცესი დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 15:00 საათზე.
ამჟამად, ქუთაისის სკოლების 133 მასწავლებელი გადის აღნიშნულ ტრენინგს.
ცენტრში დასაქმებული 12 მასწავლებლის რიცხვი მომავალში 30–მდე გაიზრდება.

ამინდი