გარდაცვლილის მამა: ჩემი ბიჭი გააუპატიურეს, შემდეგ კი შერცხვა და თავი ჩამოიხრჩო

ხარაგაულის რაიონის სოფელ ხულევში რამდენიმე დღის წინ ჩამომხრჩვალი 11 წლის ახალგაზრდის მამა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო, მომხდარი ოჯახში ვერ გაამხილა და თავი ჩამოიხრჩო.
გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა იმასაც ამბობს, რომ რეალურად რა მოხდა რამდენიმე დღის წინ ხარაგაულის რაიონში და მართლაც გახდა თუ არა მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი, ამას ექსპერტიზა დააადგენს.
„ექსპერტიზის ბიუროს უკვე მივმართეთ. რამდენიმე დღეში სავარაუდოდ, გახდება ცნობილი იყო თუ არა ჩემი შვილი გაუპატიურებული. მე მოვითხოვ, დაისაჯოს ადამიანი, რომელსაც ჩემი შვილის მიმართ ძალადობრივ ქმედებაში ედება ბრალი“, - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს.
"სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი მოწმეთა ჩვენებების და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს. ის მოზარდზე ძალადობას აღიარებს, თუმცა სამართალდამცველები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან,“-აცხადებენ უწყებაში.