ზესტაფონში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დააკავეს
თარიღი : 30-06-2015, 00:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მურმან ნებიერიძე დააკავეს.
როგორც გამგეობაში topnews.com.ge--სთან საუბრისას აცხადებენ, მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას, თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო ქონების მითვისებას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ მურმან ნებიერიძე 2012 წლის არჩევნების შემდეგ, აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა და ის ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი ქავთარაძის გუნდის წევრად მოიაზრებოდა.