"საქართველო, რომელიც შიმშილის ზღვარზეა მსოფლიოს უნიკალურ მაგალითს აჩვენებს"
თარიღი : 29-06-2015, 23:04 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

არაამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდნტს შორის არსებულ პოლემიკას ეხმიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით ირგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლეად გთავაზობთ:
"სასაცილოა, როდესაც ღარიბაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს განმარტებას სთხოვს 28 მილიონის ხარჯის მიზნობრიობის შესახებ, რომელიც ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა.
საქართველოს პრეზიდენტის მოქმედი რეზიდენცია უკვე არსებობდა თბილისში,როცა სხვა შენობის რეაბილიტაცია დაიწყეს, იგივე მიზნით გამოყენებისათვის რაც, მართლაც არამიზნობრივი ხარჯია. თუმცა მნიშვნელობა აქვს მოთხოვნას ვინ აყენებს. პრემიერს ავიწყდება, რომ სამუშაოების დამკვეთი ინფრასტრუქტურის სამინისტროა, რომელიც მთავრობის შემადგენლობაშია და პირდაპირ ექვემდებარებოდა მაშინდელ პრემიერ ივანიშვილს. შეაბამისად, ხარჯვაზე პასუხისმგებლობის ტვირთი ყოფილ პრემიერზე უფროა, ვიდრე პრეზიდენტზე. მეტიც, მარგველაშვილი არჩეულიც არ იყო, როცა ათონელზე შენობის რეაბილიტაცია დაიწყეს.
.
საზოგადოებას ოცნების შიდა ინტრიგები არ აინტერესებს, იმედია, ერთმანეთში მორიგდებიან. ხალხმა "ქართული ოცნება" კოლექტიურად პროგრესისათვის აირჩია, რომელიც ბიუჯეტს არამიზნობრივად ფლანგავს. ვინ იღებს პასუხისმგებლობას არამიზნობრივად დახარჯულ 28 მილიონზე? ვინ იღებს პასუხისმგებლობას არაკონსტიტუციურად თბილისში პარლამენტის ფუნქციონირებაზე და 22 მილიონზე, რომელიც თბილისის შენობის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა?
ყოფილმა პრემიერმა ბიუჯეტს მინიმუმ 50 მილიონი უნდა დაუბრუნოს, რადგან ორივე შენობის რეაბილიტაცია მისი პირადი ახირება იყო. "ოცნების" მიერ შექმნილი რეალობა 3 წელიწადში ასე გამოიყურება: დღეს საქართველო, რომელიც შიმშილის ზღვარზეა მსოფლიოს უნიკალიურ და უპრეცედენტო მაგალითს აჩვენებს: გვაქვს ორი პარლამენტი და პრეზიდენტის ორი სასახლე," - "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.