Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ელიტარული თაღლითობა-მაღალჩინოსნის მამის მიერ მოტყუებული ახლობლები აქციებს იწყებენ

თარიღი : 29-06-2015, 22:37 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თამარ გიორგობიანის ოჯახის წინააღმდეგ საგარეო უწყებასთან შესაძლოა აქციები დაიწყოს. აქციების გამართვას ის ადამიანები გეგმავენ, რომლებიც აცხადებენ, რომ თამარ გიორგობიანის მამის, ალბერტ გიორგობიანის თაღლითური ქმედების შედეგად ქონება დაკარგეს. დაკარგული ქონების დაბრუნების მიზნით, დაახლოებით ათამდე დაზარალებულმა გენერალურ პროკურატურასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
თაღლითური სქემის შედეგად დაზარალებულად თვლის თავს ალბერტ გიორგობიანის ნაცნობი შოთა ჩხეიძე. ჩხეიძე ამბობს, რომ გიორგობიანს, როგორც საქმიან და პატიოსან ადამიანს ისე იცნობდა, შესაბამისად, მისგან მსგავს რაიმეს არ ელოდა.
"2012 წლის დასაწყისში ალბერტ გიორგობიანმა მითხრა, რომ სერიოზული ბიზნესის დაწყებას, კერძოდ, რესტორნის ამუშავებას აპირებდა, რისთვისაც თანხა სჭირდებოდა, რომელსაც ორ თვეში დააბრუნებდა. მე მას 6 000 დოლარი გადავეცი. ჩემი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, გიორგობიანმა თანხა არ დამიბრუნა, რის გამოც იძულებული გავხდი საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმემართა. ამ დროს გავარკვიე, რომ გიორგობიანს ჩემს მსგავსად არაერთი ადამიანი ჰყავდა მოტყუებული, რომლებიც ძირითადად ნაცნობები, მეგობრები და ახლობლები იყვნენ," - ამბობს ჩხეიძე.
დაზარლებულის განცხადებით, საქმის გამოძიებას და სასამართლო განხილვას ის ფაქტი აჭიანურებს, რომ გიორგობიანის მაღალჩინოსანი ქალიშვილი პროცესზე გავლენას ახდენს.
"ალბერტ გიორგობიანი 2014 წლის 25 ივლისს გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ თანხის დაბრუნებას შვილს, თამარ გიორგობიანს ვთხოვ. ეს გოგო არის გაუმაძღარი. როდესაც ჩვენ პროკურატურა მივმართეთ, მან ორი ბინა თავის სახელზე გადაიფორმა. ვაპირებთ და არ არის გამორიცხული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციები მოვაწყოთ," - ამბობს ჩხეიძე.
დაზარალებული მოქალაქეებიდან ერთ-ერთიაოთარ დვალაძე . Topnews.com.ge-სთან საუბარში დვალაძე ამბობს, რომ ის და ალბერტ გიორგობიანი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. შესაბამისად, როდესაც გიორგობიანმა ბიზნესპარტნიორობა და საქმეში ჩასადებად თანხა სთხოვა, დვალაძე არ დაფიქრებულა და ბავშვობის მეგობარს საერთო საქმისთვის ნასესხები 5 000 დოლარი მისცა. ამის შემდეგ კი კიდევ ერთი მეგობარი მიუყვანა, რომლისგანაც ალბერტ გიორგობიანმა 6 000 დოლარი აიღო.
"მთლიანად გვინდა დავიბრუნოთ რაც წაგვართვა იმ თაღლითმა. ის იყო თაღლითი. ერთად გაიზარდეთ, ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული რაჭაში, მაგრამ თაღლითი გამოვიდა. რესტორანი იქირავა, ვითომ ეს რესტორანი მისი იყო. შეყავდა ხალხი, ათვალიერებინებდა და ეუბნებოდა, გვერდით დამიდექითო. უზარმაზარი ქონება ჰქონდა და ხომ არ ვიფიქრებდით, რომ თაღლითობდა. მე კიდევ მეგობარი გადამაგდებინა უბედურებაში. მისი ქალიშვილი ისე არის გახარბებული ამ უზარმაზარ ქონებაზე, ხუთ პროცენტსაც არ შეელია, რომ ვალები გაესტუმრებინა. ყველაფერს დავეთანხმები, რასაც დაზარალებული ადამიანები მოიმოქმედებენ. რამდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული მაგ თაღლითს," - ამბობს ოთარ დვალაძე.
ალბერტ გიორგობიანის მიერ დაზარალებულ ადამიანთან სიაში ერთ-ერთი ამ უკანასკნელის ბუღალტერი ნანა ბერაძეა.
"14 000 ლარი დავკარგე. ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჯერ არავის დაუძახია სასამართლოზე. ალბერტ გიორგობიანის მიერ 11 თუ 10 ადამიანია დაზარალებული. მე მაგან ადრეც მესესხა ფული, მაგრამ თავის ვადაში დამიბრუნა. ბუღალტერიას ვუკეთებდი. მაგასთან სახლში მილიონჯერ ვარ ნამყოფი. ფული იმ დროს მივეცი, როდესაც მის ბავშვს ავარია მოუვიდა. მანქანა დაამტვრია. სამ თვეში მოცემას დამპირდა. ფული რომ წაიღო ასე მითხრა, მიჭირს და უნდა მიშველოო. აფერისტი თუ იყო ნამდვილად არ ვიცოდი, არც მიფიქრია. არც ის ვიცოდი, ვინმეს ვალი თუ ჰქონდა. ქუთაისელმა კაცმაც ასესხა ფული და მერე დასდევდა. ვერ ვიფიქრებდი თუ ამდენი ადამიანის ფული ჰქონდა ნასესხები. სასამართლოში ამდენი ხანია შეტანილია საბუთები და როგორ შეიძლება რეაგირება არ იყოს. მის შვილს დავურეკე სამსახურში და შეხვედრა ვთხოვე, თუმცა არ დამელაპარაკა. მხოლოდ მისმენდა. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციებსაც უნდა შევუერთდე," -აცხადებს ნანა ბერაძე.
დაზარალებული მოქალაქეები პროტესტისა და წართმეული საკუთრების დასაბრუნებლად მიმართული მკვეთრი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას ერთმანეთთან კონსულტაციის შემდეგ აპირებენ. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს თამარ გიორგობიანს, მამის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე გიორგიანს გაზეთ "ქრონიკა+"-სთან საუბრისას ასეთი პოზიცია ჰქონდა: მათი მოქალაქეობრივი უფლებაა მოითხოვონ ზარალის ანაზღაურება თუ ასეთი მიადგათ, მაგრამ მე რა შუაში ვარ ვერ გამიგია".


ნანახია: 2718-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეს ჩვენს საზოგადოებაში უაღრესად აქტუალური და მტკივნეული თემაა.

ამინდი