"დაგვეხმარნონ, რწყილები და მორიელები გვკბენენ"
თარიღი : 29-06-2015, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, ჭავჭავაძის #58-ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამორტიზებულ შენობაში, რომელსაც ამ დროისათვის თავს აფარებენ, რწყილები და მორიელები ცხოვრობენ.
"იქნებ მოგვეშველოს ვინმე. ბავშვი დამიკბინეს რწყილებმა და ჩვენც გვკბენენ. არც მორიელები გვაკლია. მართალია სოციალურად დაუცველები ვართ, მაგრამ ჩვენც ადამიანები გვქვია და ყურადღებას ვითხოვთ," - აცხადებს ჭავჭავაძის #58-ში მცხოვრები დარეჯან ურთმელიძე.
ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში აცხადებენ, რომ დარეჯან ურთმელიძის ოჯახი ჭავჭავაძის #58-ში არაკანონიერად არის შესული. "ოჯახი სამტრედიიდან არის. შესაბამისად, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება სამტრედიის მოქალაქეს ვერ დაეხმარება,"- აცხადებენ სამსახურში.